საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 4 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დააინიცირა.[1] საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით დაგეგმილი იყო „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვისათვის“ საჭირო კონსტიტუციური გარანტიების შექმნა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიღმა, ხელისუფლებამ დაგეგმა ახალი კონსტიტუციური კანონის მიღებაც, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას“ ისახავდა მიზნად.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამდენად პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოპოვება, რის გამოც, მმართველმა პარტიამ, 2024 წლის 4 ივნისს, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების მზღუდავი, ახალი, მასშტაბური, 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი დააინიცირა,[2] რომელიც (უბრალო) უმრავლესობის წესით, პარლამენტმა მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო,[3] ხოლო 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილების სამართლებრივი საფუძველი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძირითადი კანონია, დანარჩენი 18 კანონი კი, დამატებით სხვადასხვა მოქმედ კანონში ცვლილებას შეეხება.
წინამდებარე დოკუმენტი, ხელისუფლების მიერ თავდაპირველად შემუშავებულ საკონსტიტუციო ინიციატივასა და უკვე ამოქმედებულ რეპრესიულ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, სქესის სამართლებრივი აღიარების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების პერსპექტივიდან შეაფასებს.
[1]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/GepraLmQ
[2]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/zeprfDKv
[3]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1e96ac3n
ინსტრუქცია