[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

ჯანმრთელობა, რეპროდუქცია, სერვისები და უფლებები: მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მაღალმთიანი აჭარის გამოცდილება

მარიამ შალვაშვილი 

მარნეულის მუნიციპალიტეტისა და აჭარის მაგალითზე წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტი აღწერს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რეგიონებში მცხოვრები ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.

“შეიძლება რამე გტკიოდეს მაგრამ ითმენ იმის გამო, რომ ექიმთან მისვლით უფრო მეტი ხარჯებია. არ არის ჩვენთან ის სიტუაცია რომ ფული გქონდეს და [ექიმთან] გაიქცე საკუთარი თავისთვის … მართალია, ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა იზრუნო, მაგრამ უკან როცა ოჯახს ხედავ, [რომელსაც] არ აქ საშუალება ... თავს არ აძლევ უფლებას, რომ მიხვიდე და წინასწარ ჩაიტარო კვლევა საკუთარ თავზე". (რესპონდენტი მაღალმთიანი აჭარიდან)

“სახელმწიფო ზოგადად პრევენციაში არ დებს რესურსს, და ეს ხელმიუწვდომელი რჩება მოსახლეობისთვის, იმდენად ძვირია ... სახელმწიფო დაფინანსება არის უკიდურესი ზომისთვის განკუთვნილი". (რესპონდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან)

"ვერ ვუმკლავდები [მედიკამენტების ყიდვას], რადგან მაქვს ფინანსური პრობლემები. ზოგჯერ დროულად ვერ ვყიდულობ მედიკამენტებს ან ნახევარს ვყიდულობ და ნაწილს ვერა“. (რესპონდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან)

ჯანმრთელობა_1643015886.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“