საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წარმოგიდგენთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგიის (2021-2030 წლებისთვის) სამუშაო ვერსიის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) - ერთად მოამზადა.
მიუხედავად დოკუმენტის მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მიმართულებებისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არაერთი გამოწვევა და ბარიერი არსებობს, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში საერთოდ არ არის ან არასათანადოდაა გამოკვეთილი, მაშინ, როდესაც ამ პრობლემების დაძლევა მთავრობის უდავო პრიორიტეტი უნდა გახდეს. ასეთ საკითხებს შორისაა, ინსტიტუციებში მცხოვრები ადამიანების უფლებების აღდგენა, ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელება, ოჯახის გაძლიერების საკითხები, ცნობიერების ამაღლება და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის პროექტში ამ და სხვა პრობლემების იდენტიფიცირება და წინამდებარე დოკუმენტის დახვეწა, პირველ რიგში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისა და საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია