საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რატომ ცხოვრობენ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები კვლავ დიდი ზომის დაწესებულებებში, როდესაც სახელმწიფომ წლების წინ აიღო ვალდებულება, შეექმნა სერვისები, სადაც ეს ადამიანები შესაბამის მომსახურებას მცირე მულტიპროფილურ კლინიკებში მიიღებდნენ?
და რატომაა დღემდე მეტი დაფინანსება გამოყოფილი მსხვილ დახურულ ინსტიტუციებში სტაციონარულ მომსახურებებზე, ვიდრე სტაციონარულ სერვისზე მულტიპროფილურ კლინიკებში?
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაინტერესდა ამ საკითხით და ვიდეოში, სოციალური პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია, აანალიზებს, თუ რატომ ცხოვრობენ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები, მასიურად, დახურული ინსტიტუციების სტაციონარულ სერვისებში Და რატომ იხურება 10 წლის წინ დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით შემქნილი სტაციონარული სერვისები მულტიპროფილურ კლინიკებში.
ინსტრუქცია