[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

ფსიქიკური ჯანმრთელობა Covid-19-ის პირობებში

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, გლობალური მასშტაბით კიდევ ერთხელ მსჯელობენ მთავრობების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტირების მნიშვნელობაზე, არსებული გამოწვევების დაძლევისა და სტიგმის აღმოფხვრის გზებზე.

ქმედუნარიანობის ჩავარდნილი რეფორმა; ინსტიტუციებში ათასზე მეტი ადამიანის დაყოვნება, ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის განუხორციელებლობა; ფსიქიატრიული სტანციონარული სერვისების პრივატიზაციის უმძიმესი შედეგები და პანდემიის გავლენები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობს.

სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოს მთავრობისთვის დღემდე არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ქმედუნარიანობის ჩავარდნილი რეფორმა; უმძიმესი უფლებადარღვევების პირობებში ინსტიტუციებში ათასზე მეტი ადამიანის დაყოვნება, ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის განუხორციელებლობა, ფსიქიატრიული სტანციონარული სერვისების პრივატიზაციის უმძიმესი შედეგები - მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად ხევს უკან - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობს.

COVID-19-ის პანდემიამ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაამძიმა. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები, შშმ პირები, ბავშვები, მოხუცები, ე.წ. წინა ხაზის მშრომელები.

მიუხედავად პანდემიის კონტექსტისა, საქართველოს მთავრობას დღემდე არ გააჩნია ხედვა, თუ როგორ უზრუნველყოფს ეფექტიანად მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების, ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლებას.

მოცემულ ვიდეოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ პანდემიის პირობებში ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს გამოწვევებზე და მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ მის ვალდებულებებს ამ მიმართულებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“