[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

"წართმეული ქართველობა"

ზაზა მიქელაძე

ძალიან რთულია ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა უყურებდე შენივე ქვეყანაში ზიზღისა და სიძულვილის უამრავ პრაქტიკას, რომელიც გულს უმაგრებს სახელმწიფოს მესვეურთ იყვნენ თამამნი, გაგრიყონ და დაგიძახონ „სხვა“. მუდმივად გელაპარაკონ როგორც მტერს, გითხრან რომ ბიწიერი ხარ და აქ ცხოვრების, შენი „საძაგელი რწმენის“ მიხედვით ღვთისმსახურებით სარგებლობის უფლება არ გაქვს. გიყურონ, როგორც არაცივილიზებულს, მეორე ხარისხოვან ადამიანს, გაგიყალბონ ისტორია და გიძახონ “შენ რომ იცი ის კი არ ხარ, მე რომ გიკარნახებ ის ხარ, ამიტომ დამიჯერე და ჩემი წესებით იცხოვრე“. მუდმივად მიგითითონ სხვა აბსტრაქტული ქვეყნისკენ, რომელიც მათ იდეაში „რჯულგაყიდეულთა“ სამშობლოა და მთელი ცხოვრება გიხდებოდეს მტკიცება, რომ შენ ცუდი არ ხარ, ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ისეთივე განცდებით, სიხარულით, ტკივილით, ბედნიერებითა და ყველა იმ ემოციით ცხოვრობ, როგორიც მათ აღქმაში ნამდვილ ქართველს აქვს.

ძალიან დამღლელია თავდაცვით რეჟიმში ყოფნა. გტკივა, როცა ციხისძირში სამხედრო პოლიცია მხოლოდ იმის გამო გცემს, რომ ჯვარი არ გიკიდია ყელზე და გულში იგუბებ ამ დამცირებას. იქვე ახლოს, ნიგვზიანში გამოვარდებიან მეზობლები და გემუქრებიან, რომ თუ ილოცებ ამ შენობაში, არ დაგინდობენ. ითმენ და უსამართლობის განცდა გახრჩობს. ამას მოჰყვება ქობულეთში სასულიერო სკოლასთან ღორის დაკვლა და მისი თავის კარებზე აკვრა. ისევ ეუბნები საკუთარ თავს, რომ სიჩუმე დიდსულოვნების ნიშანია და კეტავ საკუთარ თავში დამცირების გრძნობას. გადის ძალიან, ძალიან ცოტა დრო და წინწყაროში ჯოხებაღმართული ადამიანები გემუქრებიან, რომ შენი ფულით ნაყიდ პატარა სახლში ღმერთზე შევედრების უფლებას არ მოგცემენ და გული უსამართლობისგან გახეთქვამდე მიდის, მაგრამ კიდევ ითმენ და ითმენ.... შემდგომ რამდენიმე თვეში სამთაწყაროში ისევ სალოცავში შესვლის უფლებას არ გაძლევენ და გავეშებული ხალხი იმამს ოჯახში უვარდება და ფიზიკურად უსწორდება. ისევ ჩუმდები, ხმას არ იღებ და უძლებ. უეცრად თავზარი გეცემა და თითქოს საკუთარი სახელმწიფო ომს გიცხადებდეს, ორი სამხედრო ვერტმფრენით, ძალოვანთა სრული მობილიზებით თავს გესხმის ჭელაში და რუდუნებით დადგმულ მინარეთს გტაცებს, გცემს და გაპატიმრებს.. ისევ დიდსულოვანი ხარ, ისევ ენა დაგება, მოთმინების რესურსი ვერ ამოწურეს შენში, უცნაურია. ამით არ მთავრდება ყველაფერი. იგივე რეგიონში, სოფელ ადიგენში შენივე თანასოფლელები არ გაძლევენ უფლებას, რომ გქონდეს შენი სასაფლაოს სივრცე. გემუქრებიან და გიკრძალავენ ისე მოიწყო უკანასკნელი სამარე, როგორც შენ გსურს. დახმარების იმედით მიმართავ რეგიონის გუბერნატორს და გეუბნება, რომ „ყველა ხარჯს დავფარავთ, ოღონდ აჭარაში გადაასვენეთ და იქ დაკრძალეთ“. არ განებებენ, ისევ არაფერს ამბობ... არავინ ისჯება ამ ყველაფერზე..

მოხეში მეჩეთს რომელიც შენი კულტურული ძეგლია გტაცებენ, გართმევენ და ათასგვარი მაქინაციით მასხრად გიგდებენ. ხმა არ ისმის შენი, გსურს მშვიდობა არ მოიშალოს.

20 წელია იბრძვი ბუნებითი უფლებით ისარგებლო, ბათუმში მეჩეთი ააშენო და ამისათვის მიზანმიმართულად არ გაძლევენ ნებართვას.. ისევ ჩუმად ხარ, მაგრამ ტკივილი არ გასვენებს.

რთულია ხედავდე, სამცხეთ-ჯავახეთში შენი სალოცავები საბძლებად, სავარგულებად და ცხოველების სადგომად არის ქცეული, კულტურული ძეგლის სტატუსს ანიჭებენ და ამის მიუხედავად ისევ განადგურებისთვის სწირავენ, ხელს არ კიდებენ. გულში იკლავ ამ სულიერ ცეცხლს. ტურისტულ რუკებს როცა შეხედავ აჭარაში და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ძეგლი გაქვს, საკუთარ თავს ვერსად აღმოაჩენ და წაიკითხავ... ისევ გიჭერს უსამართლობის შეგრძნება ყელში და გიჭირს ისუნთქო.. არ სრულდება - იწყება ახალი ტალღა დევნისა და შეურაცხყოფისა. იატაკქვეშეთიდან თავს იჩენს დალექილი კონფესიური ნაციონალიზმის გველეშაპისეული კლანჭები და ბუკნარის ცენტრში 14 წლის მეჩეთში მომლოცველ ახალგაზრდას თავში ქვას დაუშენს და სიკვდილისთვის გაიმეტებს... უკვე ვეღარ აიტანე, ვეღარ გაუძელი უსამართლობის ყურებას. გაგახსენდა შენი ყოველი წუთი დამცირებისა სკოლაში, ქუჩაში, უნივერსიტეტში თუ სხვა ადგილზე. იდევნებოდი მხოლოდ იმის გამო, რომ შენი რელიგიური იდენტობა გქონდა, შენ მუსლიმი იყავი, სადაც გეუბნებოდნენ, რომ შენი მრწამსი სისხლისღვრის, ბოროტების და კაცთმოძულეობის რელიგიაა, შენ მტრის დამქაში ხარ და ბავშვი გაოგნებული იკეტები საკუთარ თავში, ნეტა რატომ ვარ ასეთი? დომინანტური მზერით გიყურებენ, დასცინიან შენს კილოს, ცხოვრების წესს და აღგიქვამენ, როგორც განუვითარებელ, არაცივილიზებულ ნაწილს ამ ქვეყნისა და გული იმედგაცრუებით ივსება. ვერ უძლებ, ვერ ითმენ და უკვე ლაპარაკობ. შენთან ერთად უკვე ამეტყველდა სხვაც და ეს ვერ აიტანეს. როგორ გაბედე შეეპასუხო ვინმეს. უკვე ნიშნავს, რომ ექსტრემისტი ხარ. მაშინვე ახალი მეთოდით დაგიწყეს დევნა, სისხლისმელად იქეცი და უნდა გაგანეიტრალონ. თითქოს შენ ხარ მოძალადე და სადმე არ უშვებ, გადაადგილებას უზღუდავ და ჩამოთრეულს ეძახი ვინმეს. სალოცავი ვერ გექნება, ვერ „გათამამდები“, წმინდა მიწას შურაცხყოფ მაგით. ეს როგორ შეიძლება...

აღსაწერადაც რთულია, ტკივილის და სასოწარკვეთილების ფაქტი ძალიან ბევრია და უსამართლობის დაუოკებელი შეგრძნება სკეპტიციზმის მორევში გითრევს. ამდენი ზიზღისა და დევნის ატანა არ არის მარტივი...

ნაწილ-ნაწილ აშენებ ურთიერთობას და ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ცალმხრივია. ბუკნარის მოვლენებმა აჩვენა ამ სახელმწიფოს მანკიერება ყველა მიმართულებით და ამასთანავე საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების მოდით პირდაპირ ვთქვათ არაადამიანური მხარე, ღირებულებათა კრიზისი, რომელიც სახიფათოდ დასჩხავის ქართული საზოგადოების მშენებლობის მომავალს. ამდენი დამცირება და ტკივილი, უსამართლობის განცდასთან ერთად, აუტანელია.

არ მინდა იმედი დავკარგო, რომ იქნებ ერთხელ მაინც საკუთარ სულებში ჩავიხედავთ და ერთმანეთის თვალით აღვიქვამთ სამყაროს, მეტად სოლიდარულები და ერთმანეთის გამტანი ვიქნებით. გვეღირსება და ოდესმე ჩვენი ცხოვრების მიზნად ვაქცევთ მარტივ ეთიკას, რომ სხვას არასდროს მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა რომ გექცეოდნენ.

ამავე თემაზე:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“