საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ღირსეული პირობები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანთა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობის აღმოფხვრასა და სამომავლო კეთილდღეობას უზრუნველყოფს. 2014 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 73 მილიონი ახალგზარდა იყო სამსახურის ძიებაში. იმ ახალგაზრდათა წილი, რომლებიც არ იყვნენ დასაქმებულები, არ იღებდნენ განათლებას ან ტრენინგს ყოველი ხუთი ახალგაზრდიდან, ერთია. ამასთან, 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ერთ მესამედზე მეტი დასაქმებული ახალგაზრდა ცხოვრობდა დღიურად მხოლოდ 2 დოლარის ხარჯზე.[1]
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ვერ იღებენ სრულყოფილ სასკოლო განათლებას, სოციალური მოწყვლადობისთვის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან საქმდებიან და რჩებიან ისეთ სამუშაო სივრცეებში, სადაც მათი უფლებები დაცული არ არის, ხოლო სამუშაო პირობები საფრთხის შემცველი და ქრონიკული სიღარიბის გამომწვევია. ადრეულ ასაკში უმუშევრობის გამოცდილება უარყოფითად აისახება ცხოვრებისეულ შანსებსა და გრძელვადიანი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობებზე. სიღრმისეული განათლებისა და გადამზადების ციკლი, მეტი სამუშაო ადგილი და მისი უკეთესი ხარისხი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი და სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია.[2]
შესაბამისად, ღირსეულ შრომაზე მისაწვდომობა და ადეკვატური სამუშაო პირობები სიღარიბის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აერთიანებს სამუშაო ადგილზე როგორც თანასწორი მოპყრობის პრინციპების, ასევე, დამსაქმებელთა მიერ შრომითი უფლებების დაცვასა და ეფექტურ უზრუნველყოფას. დასაქმებულთა შრომითი პირობები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას, სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესს და სხვა მნიშვნელოვან პირობებს.
წინამდებარე თავი პირველ ნაწილში ლგბტქ ადამიანთა დასაქმების სტატუსსა და არსებულ შრომის პირობებს იკვლევს, რომლის მიზანია გამოააშკარაოს უფლებადარღვევათა ის პრაქტიკა, რაც დასაქმების ადგილზე იჩენს თავს, უღირს სამუშაო გარემოს ქმნის და ზოგჯერ, უმუშევრობას განაპირობებს.
მასალა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] ILO, DECENT WORK AND THE 2030 AGENDA FOR SUSTAINABLE DEVELOPMENT, იხ: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---europe/---ro-geneva/---ilo-lisbon/documents/event/wcms_667247.pdf
[2] იქვე.
ინსტრუქცია