[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / სტატია

ჯანმრთელობა და წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე

ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე ხელმისაწვდომობა არსებით გავლენას ახდენს ადამიანთა კეთილდღეობასა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებზე. ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ურთიერთგადამკვეთ ფაქტორებს მოიცავს, კერძოდ, ჯანდაცვის სერვისების ფიზიკურ არსებობას, ფინანსურ ხელმისაწვდომობას, მისაღებობასა და ხარისხს. მხოლოდ აღნიშნულ ასპექტთა სრული რეალიზებით შეიძლება იქნას მიღწეული ადამიანთა უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის კონკრეტულ ზემოთხსენებულ ფაქტორთა იდენტიფიცირებამდე, რესპონდეტებმა შეაფასეს საკუთარი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გამოკითხულთა 46.6%-მა მიუთითა, რომ თავს კარგად გრძნობენ (19.1% - ძალიან კარგად), ხოლო 17.5%-მა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად შეფასებად ცუდი ან ძალიან ცუდი კატეგორიები მიუთითა (ძალიან ცუდად - 5.6%, ცუდად - 11.9%). რესპონდენტთა 34.1% ნეიტრალურ შეფასებას აფიქსირებს და უჭირს რომელიმე პოზიციისკენ გადახრა. აღნიშნული მონაცემები მსგავსია CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის 2019 წლის მონაცემებისა, რომლის მიხედვით, საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას რესპონდენტთა 35% კარგად აფასებს, 47% საშუალოდ, ხოლო 18% ცუდად (CRRC, 2020).

მასალა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ჯანმრთელობა_და_წვდომა_ჯანდაცვის_სერვისებზე_1619716168.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“