საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო.[1] სახალხო დამცველისა[2] და საზოგადოებრივი ორგანიზაციების[3] მიერ პრეზიდენტისადმი მოცემულ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოწოდებისა და საერთაშორისო აქტორების[4] მხრიდან კანონპროექტის კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციური უფლებამოსილება და 2022 წლის 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტს.[5]
კანონპროექტის შედეგად ცვლილებები შევიდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მარეგულირებელ ნორმებში, როგორიცაა:
წინამდებარე დოკუმენტი აფასებს როგორც საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესს, ასევე ცვლილებების რელევანტურობასა და ეფექტიანობას სასამართლო სისტემაში არსებული კონტექსტისათვის და აანალიზებს მის შესაძლო შედეგებს.
სრულად დოკუმენტი ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.
[1] ვრცლად მესამე მოსმენით მიღებული კანონის პროექტი ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3B14r4Q.
[2] სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, 30 დეკემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3guD9KG.
[3] პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე, 13 იანვარი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/332U6bY.
[4] აშშ-ის საელჩოს განცხადება მმართველი პარტიის მიერ წლის ბოლოს, ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, 3 იანვარი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qgO5kK.
[5] საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, 13 იანვარი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JbBnKQ.
ინსტრუქცია