[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

19 აპრილის შეთანხმება - მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი გამოუყენებელი შესაძლებლობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ დოკუმენტს: „19 აპრილის შეთანხმება - მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი გამოუყენებელი შესაძლებლობა“.

განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და პროცესების ფორმალურ-პოლიტიკურ ჩარჩოში გადასაყვანად გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით რამდენიმე ფართო საკითხს აერთიანებდა და მთლიანობაში, სასამართლო სისტემის თვისებრივი გაუმჯობესების პერსპექტივას აჩენდა.

სამწუხაროდ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეძლო შეთანხმების ფარგლებში დარჩენა და 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებას შეთანხმების ანულირების თაობაზე აცნობა.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანი არ არის იმის შეფასება, თუ რამდენად კონსტრუქციული და დასაბუთებული იყო მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება შეთანხმების ანულირების თაობაზე. დოკუმენტი არც დღეს არსებულ გამოწვევებს აფასებს 19 აპრილის შეთანხმებაში შეტანილ ყველა საკითხთან მიმართებით. არამედ, მისი მიზანი შეთანხმების იმ პუნქტების შესრულების მდგომარეობის ანალიზია, რომლებიც სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმას ეხებოდა. კერძოდ, თუ რა რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობდა შეთანხმება მართლმსაჯულების მიმართულებით და რა ნაბიჯები გადაიდგა მათ შესასრულებლად.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ 19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს ჰქონდა შანსი მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიზაციის პროცესში გაეზიარებინა დასავლური ღირებულები, თუმცა მმართველმა გუნდმა არ ისურვა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების რეალური რეფორმირება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე ინსტიტუტების შექმნის საკითხი განუსაზღვრელი ვადით გააქრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ჩამოყალიბების მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

19_აპრილის_შეთანხმება_1639587069.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“