[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

ნამახვანის შემდეგ: გამოცდილება და სარეფორმო ხედვა

გიორგი ცინცაძე 

"ნამახვანის შემდეგ: გამოცდილება და სარეფორმო ხედვა", - ამ დოკუმენტში შევეცადეთ გაგვეერთიანებინა ყველა ის ინფორმაცია ინსტიტუციური და სამართლებრივი დონის გამოწვევების შესახებ, რისი გადააზრებისა და რეფორმირების საჭიროებაც ნამხავანი ჰესის პროექტის გარშემო წარმოებულმა სამუშაოებმა და კვლევითმა საქმიანობამ წარმოაჩინა.

პროექტის შეჩერებიდან თითქმის 1 წლის თავზეც ეკონომიკის სამინისტროს კვლავაც არ გაუუმჯობესებია მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის ხარისხი ენერგოპროექტების დაგეგმარების პროცესში.

დამატებით, 2022 წლის მანძილზე უკვე განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილება, რომლებიც არათუ ვერ უზრუნველყოფს ნამახვანჰესის გარეშემო მიმდინარე პროცესში გამოვლენილი ჩავარდნების გამოსწორებას, არამედ, მთელი რიგი მიმართულებებით, მდგომარეობას აუარესებს.

მაგალითისათვის, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ გზშ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი უწყება გარემოს ეროვნული სააგენტო გახდა, რაც სათანადო განხილვის და განმარტების გარეშე განხორციელდა და ამასთან მრავალ რისკს შეიცავს. ამავდროულად, ცვლილებები განხორციელდა კანონში საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებაც და შესუსტდა გამჭირვალობის სტანდარტი პროექტების ინიცირებისა და განვითარების ეტაპებზე, რამდენადაც გაუქმდა ენერგოპროექტების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არსებობის მოთხოვნაც.

დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ნამახვანის_შემდეგ_1660896276.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“