[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე ზრუნვა: წარსული, აწმყო, მომავალი

ჯანა ჯავახიშვილი 

  1. ნადია და ვილკინსონი

ფილიპ ვილკინსონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი ფსიქოგერიატრი, საქართველოში ამ ათიოდე წლის წინ ჩამოვიდა. ფსიქოგერიატრია მოხუცებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესწავლასა და დაცვას ემსახურება. ფილიპს ჩვენი სპეციალისტებისთვის ამგვარი ზრუნვის ინგლისური გამოცდილება უნდა გაეზიარებინა და პარალელურად - აქაური გამოცდილება შეესწავლა. პირველი რაც მთხოვა - იქნებ ადგილობრივ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წამიყვანო, რომ ატმოსფერო ვნახო, გავიგო - როგორ მუშაობენო. წავედით ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ე.წ. სარეაბილიტაციო განყოფილებაც მოქმედებდა, რომელიც სინამდვილეში, იმხანად, ქრონიკული აშლილობების მქონე ადამიანების თავშესაფარს წამოადგენდა.

პალატაში, რომელშიც შეგვიყვანეს, დაახლოებით 6 მოხუცი ქალი ცხოვრობდა. ერთ-ერთმა - ნადიამ (სახელი შეცვლილია) - მიიქცია ყურადღება. ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იქნებოდა. როცა პალატაში შევედით, საჭადრაკო ეტიუდს ხსნიდა - იქვე გადაშლილი ინგლისურენოვანი წიგნიდან. ფილიპს ინგლისურად გამოელაპარაკა, საუბარი გააბეს.

უნდა გამოვტყდე, რომ ვილკინსონი იმდენად დახვეწილი ინგლისურით საუბრობს, რომ მისი გაგება მე და ჩემს კოლეგებს საკმაოდ გვიჭირდა. ამიტომ, გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ნადია თავისუფლად უგებდა და ლაღად ესაუბრებოდა, შიგა და შიგ ხუმრობებს ურთავდა. ჩემი არ იყოს, ვილკინსონსაც გაუკვირდა და ჰკითხა - ასეთი კარგი ინგლისური სად ისწავლეთო. ნადიამ - სად და აქ, 50 წელია აქ ვცხოვრობო. ამ ფრაზამდე იმდენი იხუმრა, რომ ესეც ხუმრობა მეგონა და ინერციით გავიღიმე, მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ სიმართლე თქვა და ღიმილი სახეზე შემაშრა.

ნადიას შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა, ოჯახთან კონტაქტი გაუწყდა ამ დაავადების გამო, და მთელი ცხოვრება, ხანმოკლე გამონაკლისი პერიოდების გარდა (როცა ხან ფსიქიატრიულში გაბმული რომანის სუბიექტთან ერთად და ხან ფსიქიატრიულის მარტოხელა თანამშრომელთან ერთად ცხოვრობდა) - სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, მიუხედავად იმისა, მწვავე ეპიზოდი ჰქონდა თუ ნათელი პერიოდი. შეეგუა თავის ბედს - სხვანაირად ვეღარც წარმოედგინა და აღარც უნდოდა. საავადმყოფოს მწირი გარემო მისი სახლი გახდა. და ამ გარემოშიც კი ახერხებდა ლექსების წერას და საჭადრაკო ამოცანების ამოხსნას. საზოგადოებას რომ არ გაერიყა, ვინ იცის, რამდენ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს დატოვებდა.

  1. როგორ უნდა იყოს ჰუმანური ფსიქიკური ჯანდაცვა

თანამედროვე მიდგომის თანახმად, ადამიანი, მიუხედავად დიაგნოზისა, არ უნდა შეყოვდნეს საავადმყოფოში. თუ მწვავე მდგომარეობა აქვს და სახლში მართვა გაჭირდა - მაშინ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შესაძლოა დაჰყოს საავადმყოფოში. და ეს საავადმყოფო არ უნდა იყოს დახურული, იზოლირებული, საზოგადოებისგან გაუცხოებული დიდი ფსიქიატრიული ჰოსპიტალი. სასურველია, ეს იყოს ფსიქიატრიული განყოფილება ჩვეულებრივ მრავალპროფილურ კლინიკაში. ეს სტიგმის დაძლევას ეხმარება - მწვავე მდგომარეობის დროს, ადამიანმა უნდა მიიღოს ფსიქიატრიული დახმარება ისევე, როგორც ვიღებთ დახმარებას კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, და სხვა არასტიგმატიზებული პრობლემების დროს.

ხდება მკურნალობის მეთოდების ჰუმანიზებაც: „ისეთი მეთოდი, როგორიცაა ქიმიური შეზღუდვა - დღეს ძალადობად განიხილება; ფიზიკური შეზღუდვა ჯერჯერობით კვლავ იხმარება, მაგრამ სულ ნაკლებად გამოიყენება და ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე მიდგომა მიდის ყოველგვარი შეზღუდვებისა და დაძალების მოხსნის გზით. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ, რომლის სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი, ახლახანს დაასრულა მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტზე მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის - Minimizing Coersion in Mental Health (ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დაძალების მინიმიზაციაზე)“ - ამბობს ნინო მახაშვილი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ დირექტორი, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საპატიო წევრი.

როგორც კი მწვავე მდგომარეობა გაივლის - ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ცხოვრებას - ოჯახს, სამსახურს (და/ან სწავლას), საზოგადოებას. და აქ მას უნდა დახვდეს პირობები, რომელიც დაეხმარება ადაპტაციაში. ამისთვის აუცილებელია ე.წ. სათემო ან თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება - რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ტერიტორიულად, ფინანსურად, ასაკობრივად და ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ამდენად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების სიმპტომების მოხსნას, არამედ ზრუნვას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ამგვარ მიდგომას თანამედროვე ფსიქიატრიის ენაზე - აღდგენას (ინგლისურად - Recovery) უწოდებენ.

თანამედროვე ფსიქიატრიული მომსახურების ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ადამიანმა სოციუმში იპოვოს (ან, არ დაკარგოს, ან დაიბრუნოს) თავისი ადგილი. და აქ დასაქმება ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს: „დასაქმება სოციალური ინტეგრაციის გვირგვინია. მუშაობა შეუძლია ყველას, ყველაზე მძიმე ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანსაც კი“ - ამბობს მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი. იგი იხსენებს ჩეხი კოლეგას - იან ფაიფერის მოყოლილ ამბავს იმაზე, თუ როგორ შეუწყეს ხელი ჩეხეთში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ერთ-ერთი ადამიანის დასაქმებას თეატრში, სცენის გამნათებლის თანაშემწედ. მას გამნათებლისთვის კიბე უნდა მიეწოდებინა ხოლმე. მიუხედავად ასეთი მოკრძალებული როლისა, ამ ადამიანის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა - მას გაუჩნდა საკუთარი ხელფასი, მისია, რეფერენტული ჯგუფი, ახალი იდენტობა - ის თეატრალური დასის წევრი გახდა. ამ ყველაფერმა მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

დასავლეთის ქვეყნებში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების დასაქმების ხელშემწყობი სტრატეგიების განხორციელება ჩვეული პრაქტიკაა. მაგ., ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ფსიქიატრი ბენედეტტო სარაჩენო ყვება იმის თაობაზე, რომ იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მერიამ დააწესა, რომ მის ტენდერებში (მაგ., გამწვანების საქმეში) უპირატესობა ენიჭება იმ ორგანიზაციებს, სადაც დასაქმებული არიან მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები. ამან მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ამ ადამიანების დასაქმების შესაძლებლობებიცა და მათი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხიც.

  1. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში

იმის მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ვითარება ჯერ კიდევ არასახარბიელოა. მოქმედებენ დიდი ფსიქიატრიული კლინიკები, სადაც ადამიანი დიდი ხნით ყოვნდება - რიგ შემთხვევებში 6 თვეზე მეტი ხნით, და ზოგიერთ შემთხვევაში კი, ნადიას მსგავსად - წლები. ამგვარი დიდი საავადმყოფოების დაფინანსება არის მიბმული პაციენტების რაოდენობაზე, და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს გრძელვადიანი დაყოვნების ერთ-ერთი მიზეზი.

საქართველოში მრავალპროფილიან საავადმყოფოებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მწვავე განყოფილებების დანერგვის ისტორიას შესაძლოა კარგად ცნობილი „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ დავარქვათ. „მას მერე, რაც დაიხურა ასათიანის დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო, 2011 წელს, ქვეყანაში ამოქმედდა 3 მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება სამ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიკი იყო. 2018 წელს შეიცვალა დაფინანსების წესი - არაგონივრულად. ამან გამოიწვია მოქმედი მწვავე განყოფილების დახურვა, მაგ., ღუდუშაურის კლინიკაში. იგივე მიზეზით ამ წელს (2021) დაიხურა კიდევ ერთი განყოფილება.“ - ამბობს ნინო მახაშვილი. ამიტომ, ადამიანი, მწვავე მდგომარეობაში, ხშირად კვლავ სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება.

ზოგადად, საქართველოში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, წარსულის ინერცია ჯერ კიდევ ძლიერია, და ადამიანის უფლებების დაცვა და გაფრთხილება კვლავაც ღია საკითხად რჩება. ომბუცმენის ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კვლავ სახეზეა ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები, როგორიცაა უხეში/ძალადობრივი მოპყრობა, პალატების გადატვირთულობა და პაციენტებისთვის პირადი სივრცის არარსებობა, ქიმიური და ფიზიკური შეზღუდვის ხშირი პრაქტიკა და ა.შ. საქართველოს ფსიქიატრიული საზოგადოების თავმჯდომარის, ფსიქიატრი ეკა ჭყონიას აზრით „ეს ხდება იმიტომ, რომ ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი არ გადის სათანადო მომზადება/გადამზადებას - პაციენტის უფლებებში, პრობლემების მართვაში, კონფლიქტური სიტუაციების სიტყვიერ დეესკალაციაში და ა.შ. მეორე მხრივ, არ არის შემუშავებული შესაბამისი სტანდარტები - მაგ., არანებაყოფლობითი სტაციონირების თაობაზე, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ვერბალური დეესკალაციით ჩანაცვლების თაობაზე და ა.შ.“

ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მუშაობის თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს მანანა შარაშიძე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის ნებისმიერი თანამედროვე სერვისი - იქნება ეს ფსიქიატრიული სტაციონარი, ამბულატორია თუ სათემო მომსახურება - უნდა იყოს მულტიდისციპლინური, რაც საქართველოში დღეს-დღეობით სრულფასოვნად ვერ ხორციელდება“. მულტიდისციპლინურობა გულისხმობს გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობის განაწილებას პაციენტის მდგომარეობის, კერძოდ, მისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე. მანანა შარაშიძე მიუთითებს, რომ იმისთვის, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში დასაქმებულმა პროფესიონალებმა თანამედროვე საერთაშორისო ცოდნისა და სტანდარტების გათვალისწინებით იმუშავონ, საჭიროა მათ მინიმუმ ხუთ წელიწდში ერთხელ გაიარონ პროფესიული გადამზადება და აკრედიტაცია, მაშინ როცა უწყვეტი სამედიცინო განათლების ინსტიტუციური მექანიზმები საქართველოში დღეისათვის არ გვაქვს, ეს კი გავლენას ახდენს მუშაობის ხარისხზე.

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში განვითარდა სათემო სერვისების რამდენიმე ფორმა: მაგ., წარმატებით მოქმედებს სათემო მულტიდისციპლინური გუნდები, რომლებიც შინ ემსახურებიან მძიმე აშლილობების მქონე პაციენტებს. დღესდღეობით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 32 ამგვარი მობილური გუნდი. მათ შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სპეციალისტი (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.). თითოეულ გუნდში მინიმუმ სამი სპეციალისტია, და ის ემსახურება თვეში საშუალოდ 30-40 პაციენტს. მომსახურება ხდება კვირაში ხუთი დღის მანძილზე, უქმე დღეების გარდა. გუნდი ითვალისწინებს პაციენტის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებს და ზრუნავს მის მკურნალობაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ზოგადად - კეთილდღეობაზე.

2016 წლიდან, თბილისის მთავრობის დაფინანსებით, ამოქმედდა, სამწუხაროდ მხოლოდ თბილისის ფარგლებში, თემზე დაფუძნებული მომსახურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმა: ე.წ. სათემო ასერტიული გუნდი. ასერტიული გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან 2 ფსიქიატრი და 11 სხვა სპეციალისტი (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, თანასწორგანმანათლებელი - ანუ, ადამიანი, რომელსაც თავად აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და მისი მართვის გამოცდილება, და ა.შ.). ასერტიული გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობის მინიმუმ სამი ეპიზოდი აქვთ გამოვლილი. მომსახურება ინტენსიურია: მოქმედებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ამ სერვისის განსახორციელებლად, თბილისის ბიუჯეტიდან, თითოეული პაციენტისთვის გამოიყოფა 250 ლარი, მაშინ როდესაც, თითოეული პაციენტის მომსახურება, რეალურად, 320 ლარი ჯდება. სერვისის ხელმძღვანელი, ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი ყვება, რომ ამ ფინანსური დეფიციტის შესავსებად, გუნდი სამოხალისეოდ მუშაობს, ასევე ემსახურება კერძო პაციენტებს, და შემოსული თანხიდან ნაწილი ხმარდება უფასო პაციენტების მომსახურებას.

სათემო მომსახურების ამ ორი ფორმის დანერგვა დიდი მონაპოვარი და გარღვევაა ფსიქიატრიული მომსახურების საქმეში საქართველოში. თუმცა, აქაც გვაქვს პრობლემები - მაგ., მობილური გუნდები ვერ ფარავენ ყაზბეგისა და სვანეთის რეგიონებს. ასევე, შესაცვლელია მულტიდისციპლინური გუნდების დაფინანსების წესი: ამჟამად, გუნდს 15 პაციენტი ეყოლება, თუ 40 - ყოველთვიური დაფინანსება ერთი და იგივე რჩება. გიორგი გელეიშვილის აზრით, დაფინანსების ამგვარი სისტემა უნდა შეიცვალოს შემთხვევებზე მიბმული სისტემით, რაც ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული პაციენტების რაოდენობის ზრდას. ამგვარი სერვისის საჭიროების მქონე ადამიანი ქვეყანაში ბევრად მეტია, მაგრამ არსებული მწირი რესურსებით, მკურნალობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. ასევე, არ არსებობს სათანადო დასაქმების პროგრამები/სისტემა, მხარდამჭერი სერვისები და შესაბამისი რეფერალური ქსელი, რაც ზრუნვის თანმიმდევრულ ჯაჭვს უზრუნველყოფდა და რეალურ სოციალურ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა. არ არსებობს სოციალური ინტეგრაცია დასაქმების გარეშე.

უკვე ამ ეტაპზე შეგროვებულია სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ორივე ზევით აღწერილი სერვისი ძალიან ეფექტურია: მაგ., ასერტიული გუნდის მომსახურების შედეგად, შემცირდა ამ სერვისში ჩართული პაციენტების სტაციონირება 90%-ით, გაიზარდა მათი დასაქმების მაჩვენებელი, ასევე - გაუმჯობესდა მათი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხი.

საქართველოში დანერგვის პროცესშია კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი - ეკა ჭყონია საუბრობს ე.წ. საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, იმ პაციენტებისთვის, ვისაც არა ყავს ოჯახი და არა აქვს ბინა, სახელმწიფო გამოყოფს საცხოვრისს, სადაც დაახლოებით 6 ადამიანი ერთად ცხოვრობს. საყოფაცხოვრებო საკითხებში მათ ეხმარება, ასევე მათთან მცხოვრები, ექთანი. როგორც სათემო გუნდების მომსახურების შემთხვევაში, აქაც აუცილებელია, ერთი მხრივ, ზრუნვა იმაზე, რომ სერვისის ბრუნი გაიზარდოს და მასზე ხელი მიუწვდებოდეს ყველას, ვისაც ესაჭიროება. მეორე მხრივ, ასევე, აუცილებელია დასაქმების სისტემა და დამატებითი მხარდამჭერი სერვისების რეფერალური ქსელი, რაც ადამიანს სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარება.

  1. მომსახურება კოვიდის პირობებში და პაციენტების ვაქცინაცია

ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და ზევით აღწერილ სათემო სერვისებს არ შეუწყვეტიათ ადამიანების პირისპირ მომსახურება პანდემიის პირობებში. როგორც ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი ამბობს - მომსახურება პანდემიის დროს კიდევ უფრო მოთხოვნადი და საჭირო გახდა. ნანა აღაპიშვილი ყვება, რომ ამ ორი წლის მანძილზე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის მულტიდისციპლინური სათემო გუნდის პროექტის ფარგლებში, ის და მისი კოლეგები რეგულარულად დადიან მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ოჯახებში, მათ შორის იმ ოჯახებშიც, სადაც კოვიდია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გუნდის წევრები აღარ შედიან ბინაში, პაციენტს და/ან მის ოჯახის წევრებს სახლის ზღურბლზე მოიკითხავენ, გადასცემენ წამალს და ეხმარებიან ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე, ფსიქიატრი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ ასოციაცია ყველანაირად ზრუნავს პერსონალისა და პროგრამაში ჩართული პაციენტების უსაფრთხოებაზე - გამოუყოფს მათ უფასო თავდაცვით აღჭურვილობას, თანამშრომლებს უტარებს ტესტებს ორ კვირაში ერთხელ და ა.შ.

ფსიქიატრი ეკა ჭყონიას თანახმად, კოვიდ-პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ მოხდა ორგანიზებულად ზრუნვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მწოლიარე პაციენტების ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია მათთვის იმდენად ხელმისაწვდომია, რამდენადაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის (რომელიც უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე - რასაც ფსიქიატრიულ კლინიკებში მყოფი პაციენტები უფრო ხშირად ვერ ახერხებენ). აქედან გამომდინარე, პაციენტების ვაქცინაცია აღმოჩნდა ცალკეული პროფესიონალების ინიციატივა - მათ მიმართეს სამინისტროს წერილობით, რათა მას უზრუნველეყო ვაქცინაცია საავადმყოფოს პირობებში. მიმართვის საპასუხოდ, საავადმყოფოში მოვიდა იმუნიზაციის ბრიგადა და აცრა ის პაციენტები, რომლებიც თანახმა იყვნენ აცრილიყვნენ. ეკა ჭყონიას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების ვაქცინაცია არ იყოს ცალკეული ფსიქიატრების კეთილ ნებასა და ინიციატივაზე დამოკიდებული და სისტემურად იყოს ორგანიზებული სამინისტროს მხრიდან.

  1. ცვლილებების აუცილებლობა

ზემოთ აღწერილი სათემო სერვისები რომ გვქონოდა თავის დროზე საქართველოში, ნადიას ცხოვრების ხარისხი ბევრად უკეთესი იქნებოდა - იმ შემთხვევაში, თუ მიუწვდებოდა ხელი ამ მომსახურებაზე. ქვეყანაში ჯერ კიდევ განსავითარებელია ფსიქიატრიული და სოციალური ზრუნვის ინფრასტრუქტურა, აღმოსაფხვრელია ძალადობის პრაქტიკა სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შესამუშავებელია ზრუნვის შესაბამისი სტანდარტები, სათანადოდ მოსამზადებელი და გადასამზადებელია მედპერსონალი, დასანერგია უწყვეტი სამედიცინო განათლების მექანიზმები, გასაშლელია სათემო სერვისების ქსელი, უზრუნველსაყოფია მათი სრულფასოვანი დაფინანსება და დასახვეწია დაფინანსების სისტემა, დასაბრუნებელია მწვავე ფსიქიატირული განყოფილებები მრავალპროფილურ საავადმყოფოებში, დასანერგია დასაქმების პროგრამები/სისტემა ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებისთვის და შეაბამისად არის შესაცვლელი საკანონმდებლო გარემო. ყველაფრის ამის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი და მის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა, უფლებების დაცვა და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობების შექმნა. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi). ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" შეხედულებებს.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“