საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
2023 წლის 1 ნოემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დაინიშნა.[1] ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ 3 ნოემბერს თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული 26 მოსამართლე.[2] ამავდროულად, ნინო გიორგაძის მიერ 2021 წლის დეკემბრის პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა,[3] სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გახდა ეჭვის საფუძველი, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავდა სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეისწავლა გამოსაცდელ ვადაში ნინო გიორგაძის საქმიანობის შეფასების დასკვნები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოამზადეს, ასევე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგაძის მიერ წარდგენილ საჩივარზე. შესწავლილი დოკუმენტაცია ცხადად წარმოაჩენს როგორც ამ პრეცედენტის, ასევე ზოგადად, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნისა და მათი პერიოდული შეფასების სისტემის პრობლემურობას. კერძოდ:
შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნაზე მორიგი ნაბიჯია, რომელიც არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ სისტემიდან განსხვავებული/კრიტიკული აზრის მქონე მოსამართლეების განდევნას ემსახურება.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ გაამწესეს, რაც სასამართლო სისტემაში კრიტიკული აზრის სავარაუდო ჩახშობის საყურადღებო პრეცედენტია, 3 ნოემბერი, 2023 წელი (ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/WwNwfD3B ; წვდომის თარიღი: 23.02.2024).
[2]იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 26 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განწესდა, 3 ნოემბერი, 2023 (ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RwNwgjhT; წვდომის თარიღი: 23.02.2024).
[3]ნინო გიორგაძის საჯარო მოსაზრება სოციალურ ქსელ facebook-ზე სრულად იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/iwNwhlit ; წვდომის თარიღი: 23.02.2024).
ინსტრუქცია