საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღევანდელ პოდკასტს - „სტალინი და მართლმადიდებლობა“ უძღვება შოთა კინწურაშვილი და ამ თემაზე სასაუბროდ სტუმრად გვყავს თეოლოგიის დოქტორი და მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურული მეხსიერების მკვლევარი მირიან გამრეკელაშვილი.
როგორ მოახერხა მეოცე საუკუნის სასტიკმა დიქტატორმა, რელიგიური ინსტიტუციების, რელიგიური საზოგადოებებისა და მორწმუნეების მდევნელმა ხელისუფალმა, პოსტსაბჭოთა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და თვით მორწმუნეების ერთი ნაწილის მეხსიერებაში დამკვიდრებულიყო არა როგორც მდევნელი, არამედ გარკვეული სახის დადებითი და მითოლოგიზირებული პიროვნება. დღემდე ვხვდებით სტალინის ირგვლივ თანამედროვე საეკლესიო ლიტერატურაში, რელიგიური თხრობასა თუ ზეპირ გადმოცემაში მითებსა და ლეგენდებს მის ე.წ. „ფარულ ქრისტიანობაზე“ თუ „მართლმადიდებლობის დამცველ პიროვნებაზე“.
საიდან და რატომ გაჩნდა ეს წარმოდგენები სტალინის გარშემო მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში? მითია თუ სინამდვილე რუსი წმინდანის მატრონასა და სტალინის შეხვედრის ისტორია? როგორ იბადება ეკლესიის კულტურული მეხსიერება და რატომ არ შეუფასებია კრიტიკულად მართლმადიდებელ ეკლესიებს ბოლშევიკების მხრიდან დევნა-ტერორი, რამაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის მორწმუნე მართლმადიდებლების სიცოცხლე იმსხვერპლა. რას მოიაზრებდა სტალინის რელიგიური პოლიტიკა? რა მიზანი ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას?
პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პოდკასტში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია