საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღევანდელ პოდკასტს უძღვება შოთა კინწურაშვილი და პოდკასტის თემაა „ეკლესია და ემიგრაცია“. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ბოლო ათწლეულებში საქართველოში განვითარებული მძიმე სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ათიათასობით მოქალაქე იძულებული გახდა უკეთესი მომავალი და სამუშაო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებნა. ორიათასიანი წლების შემდგომ თითქმის ყველა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფი ქართველი მართლმადიდებლებისათვის ეპარქიები დაფუძნდა და გაიხსნა სამრევლოები. რა როლი და მისია გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი სულიერი შვილებისათვის? როგორია დიასპორაში კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივი სამრევლოებისა და ეპარქიის ცხოვრება? რა გამოწვევების წინაშე არიან ემიგრაციაში მყოფი სასულიერო და საერო პირები და რა როლი აქვს სამრევლოს თითოეული ემიგრანტის ცხოვრებაში? ამის შესახებ შოთა კინწურაშვილი პოდკასტში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველთან ერთად ისაუბრებს.
პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია