[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / პოდკასტი

ქრისტიანობა და თანამედროვეობა - I ეპიზოდი, ეკლესია და იმპერია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ პოდკასტების ახალ სერიას "ქრისტიანობა და თანამედროვეობა". პირველ პოდკასტს ზურა ჯაში უძღვება და მისი სტუმარია მამა კირილე ჰოუვორუნი. მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა არქიმანდიტრ კირილს მისი პოზიციების გამო უკრაინაში, ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთობლივი სამსახურისთვის, მღვდელმოქმედება აუკრძალა.

საუბრის თემა არის ეკლესია და იმპერია, უფრო კონკრეტულად, მართლმადიდებელი ეკლესია და იმპერია. პრობლემაა, რომ ეს ურთიერთობა ეკლესიასა და იმპერიას შორის, ეგრეთ წოდებული „სიმფონია“, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ის კვლავ გრძელდება არა იმდენად პირდაპირი პოლიტიკური ფორმით, რამდენადაც გარკვეული იდეოლოგიურად შენიღბულად. საბოლოო ჯამში, მას ზიანი მოქვს, როგორც ეს უკვე აჩვენა უკრაინის ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა. ეს იდეოლოგია, რომელსაც ეწოდება „რუსული სამყარო“, პირდაპირი და არაპირდაპირი ფორმით მხარს უჭერს ამ საშინელ ომს უკრაინაში. ამ პოდკასტში ვსაუბრობთ, რა ინტერესები ამოძრავებს რუსეთის ეკლესიას და პატრიარქ კირილეს „რუსული სამყაროს“ ამ იმპერიული იდეოლოგიის მხარდაჭერისას.

პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“