საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენი პოდკასტების სერიის მერვე ეპიზოდს უძღვება შოთა კინწურაშვილი, ხოლო სასაუბრო თემას წარმოადგენს “საეკლესიო სამართლის მნიშვნელობა და არსი მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ეპიზოდის სტუმარია თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, საეკლესიო სამართლის კათედრის ხელმძღვანელი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი.
ამ პოდკასტში ვისაუბრებთ თუ რა ადგილი აქვს მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში საეკლესიო სამართალს როგორც ერთერთ თეოლოგიურ დისციპლინას.
როგორ ფორმირდა საეკლესიო კანონმდებლობა და რამდენად მიესადაგება თანამედროვე ეპოქას პირველ ათასწლეულში დადგენილი საეკლესიო კანონები? შეიძლება თუ არა მისი გადახედვა და შეცვლა, ან სულაც ახალი კანონების სახეცვლილი სახით მიღება?
როგორ ირჩევა დღევანდელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო დავები და სად უნდა ეძებოს ეკლესიაში სამართალი მორწმუნე მართლმადიდებელმა?
რა მნიშვნელობა აქვს სინოდალურობას ეკლესიის ცხოვრებაში და შეიძლება თუ არა კათალიკოზ კირიონის, ამბროსისა და ლეონიდეს ინიცირებული საკათალიკოსო საბჭოს ტრადიციის დაბრუნება დღევანდელობაში, სადაც საერო და სასულიერო პირები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე სულ რაღაც ასი წლის წინათ ერთობლივად მუშაობდნენ.
პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პოდკასტში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია