[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / პოდკასტი

ქრისტიანობა და თანამედროვეობა - VI ეპიზოდი, აღდგომა, სამოქალაქო პროტესტი და მართლმადიდებელი ეკლესია

დღევანდელი პოდკასტის თემაა იესოს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულის თეოლოგიური და მისტიური მნიშვნელობა.

რას ცვლის აღდგომის მისტერია და რა შინაარსის მატარებელია თანამედროვეობაში ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვება?

როგორ შეიძლება წავიკითხოთ აღდგომის დღესასწაულის გზავნილი არსებული სოციო-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სინამდვილის გათვალისწინებით.

რა პოზიციებზე დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო იერარქია თუ სასულიერო პირთა უმრავლესობა ვნების კვირაში მოტანილ მძიმე განსაცდელის ჟამს. იგულისხმება სადავო კანონპროექტი რამაც ჩვენი მოქალაქეების, მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობის უწყვეტი პროტესტი და ბრაზი გამოიწვია. ხოლო ამ ყოველივეს პოლიტიკური ძალაუფლების მქონებელნი სხვადასხვა არაჰუმანური და არაქრისტიანული მეთოდებით ღიად უპირიპსირდებიან.

როგორი უნდა იყოს აღნიშნულ უსამართლო სინამდვილეში ეკლესიის ან ცალკეული სასულიერო პირების სააღდგომო გზავნილი მორწმუნეებისადმი?

ამ თემების გარშემო პოდკასტში ვსაუბრობთ თეოლოგ ზურაბ ჯაშთან და თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან.

პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პოდკასტში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“