საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღევანდელ პოდკასტს უძღვება შოთა კინწურაშვილი და მისი თემაა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიული კიბის პირველ საფეხურზე მყოფი სასულიერო წოდების დიაკვნებისა და დიაკონისების მნიშვნელობა, ფუნქცია და მსახურების მიზანი ეკლესიასა და საზოგადოებაში. თუ როგორ იცვალა დიაკვნების სოციალურ-კარიტატიულმა, ლიტურგიულმა თუ სამოციქულო მსახურებამ დროთა განმავლობაში სახე და რატომ გაქრა ქალი დიაკვნების ინსტიტუტი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებიდან. რამდენად შესაძლებელია ყოფილიყო ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო თავის ეპოქის დიაკონისა ანუ ქალი დიაკონი. რა ფორმით გვევლინება დღევანდელი დიაკვნობის ინსტიტუტი თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიებში და რა გამოწვევების წინაშე დგას. აღნიშნული თემის შესახებ შოთა კინწურაშვილი თეოლოგთან, მღვდელონაზონ ლეონიდე ებრალიძესთან ერთად ისაუბრებს.
პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია