„ტყის მასივში, ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონაში შემოვიდნენ. ვიღვიძებ, თვალებს ვახელ და მესმის ხმა - იღებენ მანგანუმს“.
კოტე აბდუშელიშვილი სამოქალაქო აქტივისტია. ის სოფელ ზოდში ცხოვრობს. სოფელი მეწყერსაშიში ზონაა, თუმცა აქ „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩატარების გარეშე დაიწყო. კომპანიამ სოფელში, ერთ-ერთ უბანში ორი საცხოვრებელი სახლი შეიძინა, შესყიდვის პროცედურა ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შედგა.
ადგილობრივებმა სამუშაოებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს, მათი აქტიურობის შედგად, სოფელში მანგანუმის მოპოვება დროებით შეწყდა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის წინააღმდეგ სოფელ ზოდში უკანონო სამუშაოების წარმოებაზე გამოძიებაც დაიწყო (306-ე სეკუნდა). ზოდის მოსახლეობა იმედოვნებს რომ საქმეს მსვლელობა სასამართლოს გზით მიეცემა და მათი აქტიურობა პრეცედენტული გახდება სხვა სოფლებისთვისაც.
თუმცა, ზოდელები არ აპირებენ, პროტესტის შეწყვეტას, სანამ კომპანია ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს, რომ სოფელში სამუშაოების ჩატარებას წყვეტს.