საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დაახლოებით თვენახევრის წინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, რასაც ორი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, “ოცნების ქალაქში” უსაფრთხოების პრობლემები კვლავ მწვავედ დგას, ხოლო ასობით ოჯახი არაადეკვატურ გარემოში ცხოვრობს.
დასახლებაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არაერთი თხრილია, რომლის გადახურვასაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. შიდა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, ნალექის დროს სახლები იტბორება და ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. საფრთხის შემცველია ელექტროგაყვანილობაც. სხვადასხვა მედიასაშუალების მიხედვით, 2020 წლიდან დღემდე, 11 სახლი დაიწვა/დაზიანდა, მათ შორის, ერთ-ერთი - მიმდინარე წლის 20 მარტს.
აღნიშნულის ფონზე, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, დროებით შესთავაზოს მოსახლეობას ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრისის სერვისები. 2024 წლის ზაფხულში “ოცნების ქალაქში” მცხოვრები 582 ოჯახის განსახლება მოხდა, ხოლო საცხოვრისით უზრუნველყოფას კიდევ 1200-მდე ოჯახი ელოდება. მაცხოვრებლების ინფორმაციით, ახალი კორპუსების აშენებას 3-4 წელი მაინც დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახებს მოუწევთ, გაუსაძლის პირობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, იცხოვრონ.
ინსტრუქცია