[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ვიდეო

"ქართული ოცნების" ძალადობა და სისტემური წამება

2024 წლის ბოლოს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ძალადობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ადამიანების წამებასა და სასტიკ ძალადობას.

შეკრების მონაწილეების მიმართ გამოყენებული ძალადობა იყო სისტემური და აშკარა იყო, რომ საპოლიციო ძალებს ჰქონდათ სასტიკი მოპყრობის დავალება გაცემული. ძალადობა ხდებოდა როგორც მშვიდობიანი შეკრების დარბევის დროს, ისე დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. შემზარავი იყო საპოლიციო ფურგონებში დაკავებული პირების სასტიკი ცემისა და წამების უმძიმესი შემთხვევები.

პოლიცია შეკრების მონაწილეებს ყველაზე ხშირად დაზიანებებს აყენებდა სახეში და თავში და ცდილობდა სისასტიკე და ძალადობა გაეხადა დემონსტრაციული და სიმბოლური.

თუ წინა მმართველობის პირობებში რეპრესიული პრაქტიკები ხშირად დაფარულ სივრცეში რჩებოდა და საზოგადოების მასობრივი რეაქცია ძალადობაზე სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ეს ძალადობა ხილული გახდა, დღევანდელი ხელისუფლება პირიქით – მასობრივ რეპრესიებს დემონსტრაციულად, მოქალაქეების დასჯისა და ტერორის მიზნით იყენებს.

მაშინ როცა ქართულ ოცნებას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს და ვერც მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას ახერხებს, ძალადობა და საპოლიციო აპარატი მისი მართვისა და ძალის ერთადერთი საყრდენი გახდა.

სისტემური ძალადობა მიუთითებს პოლიტიკური მმართველობის ავტორიტარულ ფორმაზე, სადაც მოქალაქეები კარგავენ საბაზისო თავისუფლებებს და რეჟიმი მეთოდურად ანადგურებს ავტონომიურ სივრცეებს და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს.

სასტიკი ძალადობისა და რეპრესიული კანონების მიუხედავად, საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება და გამარჯვების რწმენას მოქალაქეები არ კარგავენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“