საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტები მიმდინარეობს.
დეცენტრალიზებული პროტესტი ჩამოყალიბდა როგორც სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი ჯგუფის, ინდივიდუალური აქტივისტებისა და მოქალაქეების მიერ ორგანიზებული დისციპლინირებული და გააზრებული წინააღმდეგობის ფორმა.
ეს მოძრაობა არ წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე რეაქციას. იგი გამოხატავს ღრმა სტრუქტურულ უკმაყოფილებას პოლიტიკური რეჟიმის მხრიდან ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სივრცეების შეზღუდვისა და მოქალაქეებზე სოციალური კონტროლის მექანიზმების გაძლიერების წინააღმდეგ. პროტესტს ამოძრავებს ანტიკოლონიური და ანტიავტორიტარული იდეები და იგი მიმართულია თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების დაცვისკენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ მულტიმედიას, რომელშიც სხვადასხვა ქალაქის აქტივისტები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, ანალიზს და მიგნებებს მიმდინარე წინააღმდეგობის შესახებ.
ინსტრუქცია