[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ინფოგრაფიკა

რატომ არ გვჯერა, რომ მანგანუმის მოპოვება ჯორჯიან მანგანეზისთვის წამგებიანია?

2006 წელს “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით მიიღო. წლების განმავლობაში, “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობამ მაღაროელების შრომითი უფლებების უმძიმესი დარღვევები და არაერთი ოჯახის საცხოვრებლის დანგრევა გამოიწვია.
მიმდინარე წლის მარტში კომპანიამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა მოპოვებას აღარ გააგრძელებდა, რადგან ფინანსურად წამგებიანი იყო. ამან ჭიათურა სოციალური კრიზისის წინაშე დააყენა.
ინფორმაციის გაუმჭვირვალობის პირობებში, რთულია, კომპანიის მოგების მასშტაბებზე საუბარი, თუმცა, საჯაროდ მისაწვდომი მონაცემების მიხედვით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ გვჯერა, რომ მანგანუმის მოპოვება “ჯორჯიან მანგანეზისთვის” წამგებიანია:
კომპანია თავისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და ამისთვის სოლიდურ ჯარიმასაც კი იხდის;
მხოლოდ 2020-2025 წლებში 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის სანქცირებული პროდუქტის ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის 5-ჯერ გაიზარდა;
“ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებულმა მანგანუმზე მომუშავე კომპანიებმა დროის მოკლე მონაკვეთში მილიონობით ლარის მოგების მიღება შეძლეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“