საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული დანახარჯების უდიდეს წილს მედიკამენტები წარმოადგენს, მედიკამენტებზე ფასების რეგულირების ზოგადი პოლიტიკა კი არ არსებობს. შესაბამისად, აუცილებელია, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის შესაძლო გზების უკვე არსებულ კანონმდებლობაში მოძიება.
ასეთ მექანიზმად მარიამ ბეგაძის ამ სტატიაში, ამჯერად, კონკურენციის სამართალია მოაზრებული. თუმცა ავტორის დათქმით, რომ კონკურენციის სამართლის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი ზომაა და აშკარად უსამართლო ფასებზე პოსტ ფაქტუმ რეაგირებით შემოიფარგლება.
სტატია განიხილავს უსამართლოდ მაღალი ფასების შესახებ წესებს და ამ საკითხზე არსებულ ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის სააგენტოებისა და სასამართლოების პრაქტიკას. როგორც განხილული საქმეებიდან ჩანს, ჯანმრთელობის უფლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკურენციის სამართალზე, როდესაც საქმე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ეხება.
ცხადია, ამ მიდგომას ახლავს ლეგიტიმური კითხვებიც, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ზოგადი და განჭვრეტადი ობიექტური ტესტის საფუძველზე ‘უსამართლო’ და ‘სამართლიანი’ ფასების დადგენა? თუმცა, განხილული საქმეები ადასტურებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ეს არა მარტო შესაძლებელი, არამედ, ხშირად, მედიკამენტებით ვაჭრობისთვის დამახასიათებელი ბაზრის ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუცილებელი საშუალებაც არის.
მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია