საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მარიამ ბეგაძე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტია (2018 წლიდან). მისი სადოქტორო თემა იკვლევს ჯანმრთელობის უფლების საფუძველზე განხილული სასამართლო საქმეების გავლენას ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში. 2022 წლის ივნისიდან, მარიამი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მინიჭებული გრანტის ფარგლებში ოპოზიციის მიერ მართული ადგილობრივი ხელისუფლებების წინააღმდეგ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკებსა და ზოგადად დაფარული მოტივით გატარებული პოლიტიკების სასამართლო ზედამხვედველობის საკითხებს იკვლევს.
მარიამი ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერისტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებების სამართალში (2015). ბაკალავრის ხარისხი სამართლის მიმართულებით მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა (2014). მისი კვლევითი ინტერესები ფართოდ შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სფეროს, უფრო ვიწროდ კი სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, დიალოგურ მართლმსაჯულებას და დემოკრატიული ექსპერიმენტალიზმის თეორიას, ილიბერალური დემოკრატიის გამოწვევებს მოიცავს. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის დაწყებამდე, მარიამი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (EMC) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტად მუშაობდა.
ინსტრუქცია