საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
მოცემული ანალიტიკური დოკუმენტი წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის, "საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერა", მეორე თავს.
დოკუმენტში შეჯამებულია მარნეულის მუნიციპალიტეტსა და მაღალმთიან აჭარაში გამოკითხული რესპონდენტების დასაქმების, შინ შრომის, სოფლის მეურნეობაში მუშაობის ყოველდღიურობა და სირთულეები. დოკუმენტი ასევე ეხება ოჯახების ეკონომიკურ სირთულეებს, სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმების პერსპექტივებს, ვალისა და კრედიტის აღების მიზეზებს, ქალების მძიმე შრომას და სხვა საკითხებს.
"შეიძლება, ბევრი რაღაცა შვილსაც ან მეც, ან მოხუცსაც სჭირდებოდეს ოჯახში. როცა არ გაქვს, ვერ დახარჯავ. გჭირდება კი, ხო მაგალითად, ახლა ამ თვის ბოლომდე 1000 ლარია საჭირო, რომ ნუ, ყველაფერს ნორმალურად გაუმკლავდე, მაგრამ როცა არ გაქვს, 100 ლარით უნდა დაკმაყოფილდე. რაც საჭირო და აუცილებელია, ის იყიდო ან ის შეიძინო და დანარჩენს გვერდზე გადადებ, რა თქმა უნდა ... შეიძლება, მეტიც უნდოდეთ, სჭირდებოდეთ, მაგრამ აუცილებელს ვყიდულობთ. ვერ ვყიდულობთ იმას, რაც გვინდა, მაგალითად. როგორიც შემოსავალია, იმის მიხედვით როგორ გვექნება დიდი გასავალი. რაც არ გაქვს, იმას ვერ გახარჯავ" (რესპონდენტი აჭარიდან).
"კაცებისათვის უფრო მეტია სამუშაო ადგილი, ვიდრე ქალებისათვის. კაცს ყველგან შეუძლია იმუშაოს, მაგრამ ქალს – ვერა. ამბობენ, რომ კაცი და ქალი თანაბარია, მაგრამ ეს მარტო ლაპარაკად რჩება. რეალობაში სულ სხვანაირადაა. კაცებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ სამუშაო ადგილებზე, ვიდრე ქალებს" (რესპონდენტი მარნეულიდან).
"ქალისთვის საქმე არ მთავრდება, ჩემი აზრით. სულ მთელი დღე რომ დაუთმო, მაინც ვერ დაამთავრებ. ჭირდება მაინც დიდი დრო, რომ ეს ყველაფერი წესრიგში გქონდეს. რო არ დაჯდე და საკუთარ თავს არ მისცე უფლება, რომ დაისვენო, შეიძლება, არც კი დამთავრდეს" (რესპონდენტი აჭარიდან).
"კრედიტი მაქვს; უკვე 5 წელია, რაც ვერ ვიხდი. ბავშვი ავად იყო, ამისთვის ავიღეთ კრედიტი; შემდეგ ვერ გადავიხადეთ და ნელ-ნელა პროცენტი დაემატა" (რესპონდენტი მარნეულიდან).
ინსტრუქცია