საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საერთო სასამართლოების მოსამართლეების, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალედ განსაზღვრის მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც დანამატები მოსამართლეებზე ავტომატურად, დამსახურების გარეშე და განხილული საქმეების რაოდენობის გაუთვალისწინებლად გაიცემა. ჩვენი მოსაზრებით, დანამატების გაცემის არსებული ბუნდოვანი მოწესრიგება კიდევ უფრო ზრდის საბჭოს გავლენას ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსამართლეების შრომის ანაზღაურების ოდენობა და დანამატების გაცემის წინაპირობები კანონით მკაფიოდ მოწესრიგდეს.
მმართველი გუნდის მიერ 2022 წლის ოქტომბერში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერებას საერთო სასამართლოების სისტემის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუციურ გამოწვევად და სარეფორმო საკითხად ასახელებს.[1] სოციალური დაცვის გარანტიები სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო დისკრეციის პირობებში.
უზენაესი სასამართლოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, დატვირთულობისა და ადმინისტრაციული პოზიციების მიუხედავად, რეგულარულად იღებს მოსამართლის ყოველთვიურ დანამატს. წინა წლების მსგავსად, უზენაესი სასამართლო კვლავაც ასაიდუმლოებს თავმჯდომარის - ნინო ქადაგიძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობას, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის საქმეებს საერთოდ არ განიხილავს, მაშინ როდესაც იმავე პალატის[2] სხვა მოსამართლეებს ყოველწლიურად, საშუალოდ 150 საკასაციო საჩივარი ეწერებათ. ამასთან, ნინო ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ესწრება, თუმცა ყოველთვიურად იღებს საბჭოს წევრობის დანამატსაც. შესაბამისად, მის მიმართ ორმაგი დანამატის გაცემის მიზნობრიობა და დასაბუთებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება იმ ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (მათ შორის ნინო ქადაგიძე) თავადვე იღებენ საკუთარი თავებისთვის დანამატის გამოწერის გადაწყვეტილებას და განსაზღვრავენ მის ყოველთვიურ ოდენობას.
ერთი წლის წინ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, აგრეთვე დამოუკიდებელ ინსპექტორზე შრომის ანაზღაურების გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა[3] შეისწავლა. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობის პრობლემა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.
მოსამართლეების შრომის ანაზღაურების განსაზღვრის პროცესში ძირითად ხარვეზებს წარმოადგენს:
სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს შრომის ღირსეული ანაზღაურება და მისი იმგვარად მოწესრიგება წარმოადგენს, რომ განეიტრალებული იყოს მოსამართლეებზე თუ სასამართლო სისტემის ადმინისტრირებაში ჩართულ სხვა სუბიექტებზე არაფორმალური გავლენის რისკები.[6]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება მოსამართლეებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნას, მათ შორის არსებული სახელფასო განაკვეთის კანონის დონეზე ახლებურად მოწესრიგების გზით. ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია:
[1] საქართველოს პარლამენტი - სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Rw3Lfj7b.
[2] ნინო ქადაგიძე ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მოსამართლეა.
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თამარ ფაჩულია, „შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, 2023.
[4] უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის N პ-267-24 წერილი სოციალური სამართლიანობის ცენტრს.
[5] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თამარ ფაჩულია, „შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, 2023, გვ. 6.
ინსტრუქცია