[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები  დანამატებს კვლავ უსაფუძვლოდ და გაუმჭვირვალედ იღებენ

ნინო ქადაგიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ნინო ქადაგიძე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებს:

მოსამართლის დანამატი (გასცემს უზენაესი სასამართლოს პლენუმი);

საბჭოს წევრობის დანამატი (გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო).

მისი შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით 2575 ლარით არის გაზრდილი და 16 025 ლარს შეადგენს.

ორივე დანამატს მოსამართლეები თავად უწერენ საკუთარ თავებს წინასწარ, ყოველი თვისთვის.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი ის მოსამართლეა, რომლის დატვირთულობაც საიდუმლოა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის საქმეებს საერთოდ არ განიხილავს. როგორც წესი, ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრებს ესწრება. ამ ფონზე, კიდევ უფრო დაუსაბუთებელია მის მიერ საკუთარი თავის ფინანსური წახალისება.

2024 წელი:

ყოველთვიური ხელფასი: 7000

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7825

საბჭოს წევრობის დანამატი: 1200

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში - 16 025 ლარი

ლევან თევზაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2024 წლის 24 მარტს აირჩია.

ის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე თვეს მიიღებს ორმაგ დანამატს, რაც ცხადყოფს, რომ დანამატები არა დამსახურების მიხედვით, არამედ უსაფუძვლოდ და მექანიკურად გაიცემა საბჭოს წევრების მიმართ.

2024 წელი:

ყოველთვიური ხელფასი: 6000

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070

საბჭოს წევრობის დანამატი: 1200

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში - 14 270 ლარი

ქეთევან ცინცაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ქეთევან ცინცაძე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებს:

მოსამართლის დანამატი (გასცემს უზენაესი სასამართლოს პლენუმი);

საბჭოს წევრობის დანამატი (გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

ორივე დანამატს მოსამართლეები თავად უწერენ საკუთარ თავებს წინასწარ, ყოველი თვისთვის.

ქეთევან ცინცაძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი.

2024 წელი:

ყოველთვიური ხელფასი: 6 000

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070

საბჭოს წევრობის დანამატი: 1200

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში - 14 270 ლარი

ლევან მიქაბერიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

ლევან მიქაბერიძე ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად, ორმაგ დანამატს იღებს:

მოსამართლის დანამატი (გასცემს უზენაესი სასამართლოს პლენუმი);

საბჭოს წევრობის დანამატი (გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

ორივე დანამატს მოსამართლეები თავად უწერენ საკუთარ თავებს წინასწარ, ყოველი თვისთვის.

ლევან მიქაბერიძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი.

2024 წელი

ყოველთვიური ხელფასი: 6 000

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070

საბჭოს წევრობის დანამატი: 1200

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში - 14 270 ლარი

შრომის ანაზღაურება გაუმჭვირვალედ არა მხოლოდ საბჭოს წევრების, არამედ საერთო სასამართლოების ზოგიერთი მოსამართლისთვისაც გაიცემა.

გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს 2023 წელს, ისევე როგორც წინა წელს, მხოლოდ 6 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 16-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას. ამის მიუხედავად, მიქაუტაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს.

2024 წელი:

ყოველთვიური ხელფასი: 6 300

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7315

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში: 13 615 ლარი

2023 წელს დაეწერა 6 საქმე.

შალვა თადუმაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს-შალვა თადუმაძეს 2023 წელს მხოლოდ 19 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 12-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას. ამის მიუხედავად, თადუმაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს.

2024 წელი:

ყოველთვიური ხელფასი: 6 300

მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7315

შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში: 13 615 ლარი

2023 წელს დაეწერა 19 საქმე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“