საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1998 წელს გაეროს ფარგლებში ხელი მოეწერა ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციას. იმდროინდელმა გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ორჰუსის კონვენციას ,,გარემოსდაცვითი დემოკრატიის ყველაზე ამბიციური აქტი“ უწოდა.
ორჰუსის კონვენცია არის პირველი სავალდებულო ხასიათის საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ კავშირს ადგენს ჯანსაღი გარემოსა და ინდივიდის კეთილდღებას შორის; ხოლო იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და დაცვა, კონვენცია ადგენს ისეთ პროცედურულ გარანტიებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
საქართველო არის ორჰუსის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. შესაბამისად, იგი არის ქვეყნის კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენცია, როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იერარქიულად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტია.
მართალია, სრულყოფილი კანონმდებლობაც კი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღების გარანტი, რომელიც სრულად იცავს სოციალურ და გარემოსდაცვით ინტერესებს ეკონომიკური საქმიანობების დაგემვისას, თუმცა თუ კანონმდებლობაში არსებობს ნაკლოვანებები, რომელიც ქმნის არაკეთილსინდისიერი ან არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს, მაშინ კიდევ უფრო მაღალია საზოგადოების ინტერესების უგულვებელყოფის საფრთხე. ამგვარად, კვლევის მიზანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში კონკრეტული ნაკლოვანების გამოვლენა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების რეკომენდაციების წარდგენა.
ინსტრუქცია