[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

დემოკრატიის კრიზისი - ნეოლიბერალური და ნეოკოსერვატიული რყევები - თარგმანების კრებული

წინამდებარე კრებული აერთიანებს კრიტიკული ტექსტების თარგმანებს, რომელიც ნეოკონსერვატიული პოლიტიკის აღზევების სისტემურ მიზეზებსა და ნეოკონსერვატიული პოლიტიკური ძალების სამუშაო სტრატეგიების, იდეოლოგიებისა და რეპერტუარების კრიტიკულ ანალიზს ახდენს. ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპაში მორალური პოლიტიკის გაძლიერების ისტორიასა და გზას აღწერს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესები ნეოლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების შედეგია და მის ერთგვარ მეორე მხარეს წარმოადგენს. ტექსტები ნიუანსირებულად არის ახსნილი ახალ პოლიტიკურ რეალობაში როგორ იცვლის პოლიტიკა და საჯარო სივრცე სტრუქტურას. მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ნეოკოსერვატიული მოძრაობების მხრიდან ანტიგენდერული და ანტიგეი რიტორიკისა და იდეოლოგიების გამოყენებას და ჩართვას ძალაუფლების მობილიზების პროცესში. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ წარმოდგენილ კრიტიკულ ტექსტებში მკვლევრები ამ მოძრაობებთან დაპირისპირების ემანსიპატორული თეორიებისა და სტრატეგიების მოხელთებასაც ცდილობენ და სწორედ ამიტომ მათ, ჩვენი აზრით, პრაქტიკული ღირებულებაც აქვთ.

იმედი გვაქვს, რომ ეს ტექსტები ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და აქტივისტებისთვის კრიტიკული ფიქრის ნოყიერ საფუძველს შექმნის.

კრებული:

  1. ამერიკული კოშმარი: ნეოლიბერალიზმი, ნეოკონსერვატიზმი და დედემოკრატიზაცია - ვენდი ბრაუნი, თარგმანი;
  2. ანტილიბერალური ტრანსფორმაციის გენდერირებული სამოქმედო გზები უნგრეთსა და პოლონეთში, თარგმანი;
  3. ევროპას ♥ გეები? ევროპეიზება და პრაიდ აღლუმები სერბეთში, თარგმანი;
  4. გენდერი როგორც სიმბოლური წებო: როგორ იქცა „გენდერი“ გამაერთიანებელ ტერმინად (ნეო)ლიბერალური წესრიგის უარყოფისთვის, თარგმანი;
  5. ულტრამემარჯვენეების ანტი-ოსტერიტი* პოლიტიკები, თარგმანი.

თარგმანების მომზადება შესაძლებელი გახდა RFSU მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“