საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: ბოჟან ბილიჩი
მთარგმნელი: გიორგი ჩუბინიძე
ეს თავი გვიჩვენებს სულ უფრო აქტუალურ და მომძლავრებულ სიმბოლურ კავშირს, რომელიც მყარდებოდა, ერთი მხრივ, ევროპეიზაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას — უმთავრეს პოლიტიკურ პროცესს თანამედროვე სერბეთში - ხოლო, მეორე მხრივ — ჯერ კიდევ უაღრესად პატრიარქალური ქვეყანაში — არაჰეტერონორმატიული სექსუალობების გათავისუფლების სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს შორის. ევროპეიზებასა და ლგბტ[1] აქტივიზმს შორის ამ ჰეგემონურ ურთიერთობას ბელგრადის პრაიდ მარშის/აღლუმის ისტორიის მეშვეობით განვიხილავ.[2] მართალია, ჩემი მიზანი არის ამ ღონისძიებას მიწერილი დემოკრატიის „ლაკმუსის ტესტის“ ფუნქციის დესტაბილიზება (Bilić, 2016 ; Bilić & Stubbs, 2015), რთულია იპოვო სხვა მაგალითი სადაც კერძო და საჯარო პოტენციურად ასეთ ფეთქებად კვეთას ქმნიან.[3] ნაკლებად ცნობილი და ღრმად სტერეოტიპიზებული სექსუალური ქცევების გარშემო მბრუნავი სხვადასხვა სოციალური პრაქტიკების, ძალებისა და ინტერესების მოკრებით, რომლებიც თანაარსებობენ ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული მიკუთვნებულობის (ან გარიყვის) მრავალგანზომილებიან ნარატივებთან ერთად, პრაიდის აღლუმები წარმოადგენს მატრიცას რომელიც ერთმანეთში ხლართავს სექსუალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და რელიგიურ განზომილებებს, ხოლო მათთვის სახასიათო წლიური ციკლები მთელი სიმწვავით წარმოაჩენს ლგბტ პოლიტიკებისა და აქტივიზმების კომპლექსურობას.
თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] Binnie და Klesse (2012 , p. 445) ამტკიცებენ რომ „ტერმინი „ლგბტქ (...) საკამათოა რადგან ის მიანიშნებს ინტერესთა კვაზი-ბუნებრივ თანხვედრაზე გარკვეული გენდერული და/ან სექსუალური სუბიექტურობების გარშემო“. აგრეთვე ვაცნობიერებ ფაქტს, რომ ჩვენს კონტექსტში ამ ტერმინის გამოყენება ნიღბავს ძალაუფლებრივ იერარქიებს, რომლებსაც მივყავართ გარიყვისა და დისკრიმინაციის განგრძობად პრაქტიკებამდე თავად არა-ჰეტეროსექსუალურ აქტივისტურ საინიციატივო ჯგუფებში. მე აკრონიმ ლგბტ-ს პრაგმატული მოსაზრებებით ვიყენებ. სერბეთსა და ხორვატიაში ბისექსუალი და ტრანს აქტივიზმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Bilić და Kajinić (2016).
[2] ეს თავი შეისწავლის ევროპული ინტეგრაციების/ევროპეიზებების მნიშვნელობას ლგბტ აქტივისტურ სტრატეგიებზე და დეტალურად არ განიხილავს სერბული ლგბტ აქტივისტური „სცენის“ კომპლექსურ „შიდა დინამიკებსა და ფრაგმენტაციებს. ამ საკითხის ანალიზისთვის, იხილეთ Bilić (2016).
[3] ჯუდით ბატლერისთვის (1993, p. 233), მარშებმა და ქუჩის მსვლელობებმა, კროს-დრესერობასთან, დრეგ ბალებთან, ბუჩ-ფემ სანახაობებთან და „პოლიტიკური ბრაზის თეატრალიზების“ სხვა ფორმებთან ერთად, „შეაფერხეს მალვადი გაყოფა საჯაროსა და კერძო სივრცეებს შორის“ და ამით ხელი შეუწყვეს „მთელს საჯარო სფეროში [...] პოლიტიზების ადგილთა“ გამრავლებას.
ინსტრუქცია