[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

ქვიარ ფორუმი - 11 და 12 ნოემბერი

2021 წლის 11-12 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მართავს რიგით მესამე ქვიარ ფორუმს.

წელს ქვიარ ფორუმის მთავარი თემაა - „კრიზისი, პოსტ-კრიზისი და ქვიარ ემანსიპაციის პერსპექტივები საქართველოში“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვიარ ფორუმი 11 ნოემბერს ტარდება ფიზიკურ სივრცეში, 12 ნოემბერს კი ონლაინ სივრცეში ZOOM-ის საშუალებით.
  • ქვიარ ფორუმზე ფიზიკურად და ონლაინ დამსწრეთა მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/FeKfJLsZD3fDmhDa6
წლევანდელი ქვიარ ფორუმი ემსახურება ქვიარ სხეულების ადგილის გააზრებას პოსტ-კრიზისულ საქართველოში, ქვიარ ჯგუფების საჯარო სივრციდან გაქრობისა და გაჩენის პოლიტიკურ მანიპულაციას, ქვიარ ჯგუფების ტრამვის მუდმივობასა და იმას თუ რად გარდაიქმნება და რად უნდა გარდაიქმნას ტრამვისა და ტკივილის მეხსიერება.
პანეულურ დისკუსიებზე განხილული იქნება ქვიარ წინააღმდეგობის პრაქტიკების ბუნება და ფორმები - მათი სიკეთე და ზიანი, ისევე როგორც, მასთან დაპირისპირებაში მყოფი ძალადობრივი ჯგუფების მიზნები და მათი წარმოქმნის მიზეზები. აღნიშნული საკითხების განხილვამ ხელი უნდა შეუწყოს დომინანტური და დისციპლინირებული აქტივისტური პრაქტიკებისგან ალტერნატიული ხედვებისა და სტრატეგიების დასახვას.
ქვიარ ფორუმი წარმოადგენს აკადემიური და აქტივისტური სივრცის ჰიბრიდს, რომელიც ხსნის პლატფორმას კრიტიკულ საკითხებზე მსჯელობისა და მრავალმხრივი დისკუსიისთვის. ქვიარ ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნასა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზებას. შესაბამისად, კონფერენცია განსაკუთრებით ღირებული შეიძლება იყოს ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკით, აქტივიზმითა და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული ჯგუფებისა და ინდივიდებისთვის.
ქვიარ ფორუმის საჯარო ლექციათა 2 დღიან ციკლში მონაწილეობენ ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების და გენდერის კვლევების სფეროში მოღვაწე მომხსენებლები საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ფორუმზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
ფიზიკურ სივრცეში კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა ბოლო 3 თვის განმავლობაში Covid 19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ. ქვიარ ფორუმის პირველ დღეს - 11 ნოემბერს ფიზიკურად დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია Covid 19-ის გავრცელების პრევენციისთვის.

11 ნოემბერის პროგრამა - ფიზიკური სივრცე

  • პანელი I: კრიზისი, პოსტ-კრიზისი და ქვიარ ემანსიპაციის შესაძლებლობები საქართველოში
დრო: 17:00-19:00
მომხსენებლები:
  • ალლა პარუნოვა, ქვიარ აქტივისტი, თანასწორობის მოძრაობა
  • ლევან ბერიანიძე, გენდერის მკვლევარი
  • მარი კურტანიძე,
  • ანნა ილურიძე, გენდერის მკვლევარი
მოდერატორი: ლიკა ჯალაღანია, ადამიანის უფლებების და გენდერის მკვლევარი
  • პანელი II: ქვიარ ემანსიპაცია და გლობალური პერსპექტივა
დრო: 20:00-21:30

საჯარო მოხსენება: „წერა და თვითშექმნა: ქვიარ ცხოვრებაზე წერის ტკივილი და სიამოვნება“

მომხსენებელი: ბოჟან ბილიჩი, ვენის და ბოლონიის უნივერსიტეტი

  • ბოჟან ბილიჩი პოლიტიკური სოციოლოგი და ფსიქოლოგია, რომელიც მუშაობს პოსტ-იუგოსლავიის სივრცეში ლგბტქ აქტივიზმის, ლგბტქ-აფირმატიულ ფსიქოთერაპიაზე, არაჰეტეროსექსუალობასა და გენდერული ვარიაციის საკითხებზე. ის არის ლაიზა მეიტნერის ფელოუ ვენის უნივერსიტეტის გენდერის კვლევების, ფილოსოფიისა და განათლების ფაკულტეტზე, ასევე, გენდერისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოციალური მოძრაობების პროფესორი ბოლონიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლაში. ბოჟანის აკადემიური ნაშრომებიდან აღსანიშნავია: We Were Gasping for Air: (Post-)Yugoslav Anti-War Activism and Its Legacy (2012); Building Better Times: Trauma, Violence, and Lesbian Agency in Serbia and Croatia (2020); ასევე არის შემდეგი წიგნის რედაქტორი - LGBT Activism and Europeanisation in the (Post-)Yugoslav Space: On the Rainbow Way to Europe (2016); ასევე, თანარედაქტორი შემდეგი წიგნის - Resisting the Evil: (Post-)Yugoslav Anti-War Contention (with Vesna Janković, 2012); LGBT Activist Politics and Intersectionality: Multiple Others in Serbia and Croatia (with Sanja Kajinić, 2016); Sisterhood and Unity: Lesbian Activism in the (Post-)Yugoslav Space (with Marija Radoman, 2019); Transgender in the Post-Yugoslav Space: Lives, Activisms, Culture (with Aleksa Milanović and Iwo Nord, forthcoming).

12 ნოემბერის პროგრამა - ონლაინ ZOOM სივრცე

  • პანელი III: ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფთა აღზევება საქართველოში: მიზეზები და მოქმედების ფორმები
დრო: 18:00-19:45
მომხსენებლები:
  • თამარ ცხადაძე, ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი
  • თამთა გელაშვილი, ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორანტი პოლიტიკურ მეცნიერებაში და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი
  • ქეთი სართანია, სოციოლოგი
  • ანა რეხვიაშვილი, იორკის უნივერსიტეტის (კანადა) გენდერის, ფემინისტურ და ქალთა კვლევების პროგრამის დოქტორანტი
მოდერატორი: თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • პანელი IV: ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფთა აღზევება გლობალურად
დრო: 20:00-21:30
საჯარო მოხსენება: „ანტი-გენდერული მობილიზაციის საფუძველმდებარე მიზეზები: გლობალური პერსპექტივა“
მომხსენებელი: ანდრეა პეტო, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

  • ანდრეა პეტო არის ისტორიკოსი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) გენდერის კვლევების დეპარტამენტის პროფესორი (ვენა, ავსტრია). ის არის CEU-ს დემოკრატიის ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი ბუდაპეშტში და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი ნაშრომები გენდერზე, პოლიტიკაზე, ჰოლოკოსტსა და ომზე 23 ენაზე არის თარგმნილი. 2018 წელს მას მიენიჭა ALLEA-ს მადამ დე სტაელის პრემია კულტურული ღირებულებებისთვის. პეტო ასევე არის სოდერტორნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (სტოკჰოლმი, შვედეთი). მისი ბოლო ნაშრომებიდან აღსანიშნავია: The Women of the Arrow Cross Party. Invisible Hungarian Perpetrators in the Second World War. Palgrave, Macmillan, 2020. ასევე, Forgotten Massacre: Budapest 1944. DeGruyter, 2021.
ფორუმი ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“