[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

არჩევნები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში - ძირითადი ტენდენციების და პრაქტიკების ანალიზი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ჩვენმა თანამშრომლებმა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე მოამზადეს.

ეს დოკუმენტი არის მცდელობა, დავინახოთ ის ძირითადი გამოწვევები, პრობლემური მიდგომები და „განსხვავებული“ გარემო, რომელშიც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება. 

არჩევნების დღე

არჩევნების დღეს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობდა მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. ქვემო ქართლში ძირითად პოლიტიკურ აქტორად ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გვევლინებოდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში - ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და  გახარია საქართველოსთვის.  ამასთანავე, ორივე რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. ქვემო ქართლის ზემოთ ხსენებულ მუნიციპალიტეტებში ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, გარდა დმანისში პოლიტიკური პარტიისა „პროგრესი და თავისუფლება“, რომელმაც ერთი საკრებულოს წევრი გაიყვანა. ახალქალაქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა ბარიერი ევროპულმა საქართველომ და ლელომ გადალახეს. ხოლო, ნინოწმინდაში - გახარიას პარტიამ და ევროპულმა საქართველომ. თითოეულ მუნიციპალიტეტში არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრების ეთნიკური მაჩვენებელი შემდეგია:

მარნეულის საკრებულო: 21 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 12 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი. (უმცირესობების მონაწილეობა გაიზარდა 4 წარმომადგენლით).

ბოლნისის საკრებულო: 15 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 21 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი. (უმცირესობების მონაწილეობა გაიზარდა 2 წარმომადგენლით).

დმანისის საკრებულოში: 9 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 21 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი. (უმცირესობების მონაწილეობა შემცირდა 2 წარმომადგენლით).

გარდაბნის საკრებულოში: 14 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 22 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი (უმცირესობების მონაწილეობა შემცირდა 1 წარმომადგენლით).

ახალქალაქის საკრებულოში: 35 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 7  დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი. (უმცირესობების მონაწილეობა გაიზარდა 4 წარმომადგენლით).

ნინოწმინდის საკრებულოში: 30 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 0 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი (უმცირესობების მონაწილეობა გაიზარდა 5 წარმომადგენლით)..[1]

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რეპრეზენტაცია როგორც ქვემო ქართლის, ასევე, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ არჩევით ორგანოებში მცირედით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, თვალშისაცემი ზრდა შეინიშნებოდა ახალქალაქის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ხოლო ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმცირესობების მონაწილეობა, პირიქით, შემცირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ახალქალაქში უმცირესობების რაოდენობის ზრდა გამოწვეული იყო, საკრებულოს წევრების ერთიანი რაოდენობის 38-დან 42-მდე ზრდით, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმცირესობების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზი, ჩვენი აზრით, შესაძლოა, ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური მუშაობა და კრიტიკა იყო. ამასთანავე, საკრებულოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების რეპრეზენტაციაც გაიზარდა და თუ 2017 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ერთი უმცირესობების წარმომადგენელი ქალი არ იყო, 2021 წლის არჩევნების შემდეგ, მარნეულის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 5 ქალი იქნება. 

როგორც ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთში არჩევნების დღისთვის დამახასიათებელი იყო შემდეგი პრაქტიკები: (1) ძალადობის შემთხვევები არჩევნების დღეს; (2) საარჩევნო უბნებში არა ადგილობრივი „დამკვირვებლბების“ ჩრდილოვანი მმართველობა; (3) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თვალშისაცემი ძალაუფლება; (4) საარჩევნო უბნებთან ახლოს ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზაცია; (5) ნინოწმინდასა და ახალქალაქში არჩევნებმა განსაკუთრებულად „მშვიდად“ ჩაიარა; (6) ზოგიერთ უბნებზე სუს-ის და პოლიციის ჭარბი ხილვადობა. (7) პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩევლების ინსტრუმენტალიზება და გასაგნება; (8) ნინოწმინდის ორ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავდა და (9) მიუხედავად ყველაფრისა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ოპოზიციის მხარდაჭერა გაიზარდა.

  • ძალადობის შემთხვევები არჩევნების დღეს: 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვემო ქართლი, კერძოდ კი მარნეულის მუნიციპალიტეტი, იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ძალადობისა და დაპირისპირებების შესახებ ინფორმაცია ეროვნული და ადგილობრივი მედიების საშუალებით გავრცელდა. მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოში დაპირისპირების შესახებ, რომლის მიზეზიც, ოპოზიციის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოქალაქის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის მცდელობა იყო. ასევე, მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის დაჭრის ფაქტიც დაფიქსირდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი პრობლემა მარნეულში დაფიქსირდა.[2]
  • საარჩევნო უბნებში არა ადგილობრივი „დამკვირვებლბების“ არაფორმალური მმართველობა: ჩვენი მუშაობის დროს, არა ერთხელ შევნიშნეთ, რომ საარჩევნო უბანში მიმდინარე პროცესები უმთავრესად იმართებოდა არა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, არამედ არაადგილობრივი დამკვირვებლის ან კომისიის წევრის მიერ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული დარღვევის ან შეცდომის გამოსწორება ხდებოდა აღნიშნული პირის მითითების შემდეგ. კომისიის თავმჯდომარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიმართავდა ან ეკითხებოდა აღნიშნულ პირს, რომლის პასუხის შესაბამისად აგრძელებდა ან ცვლიდა მის ქმედებას. აღნიშნული არაფორმალური მმართველობა ხშირად ცნობილი იყო კომისიის ყველა წევრის მიერ და ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარის ნაცვლიად, აღნიშნულ პირს მიმართავდნენ.
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თვალშისაცემი ძალაუფლება: საუბნო საარჩევნო კომისიების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ადგილზე ავტორიტეტით და ძალაუფლებით გამოირჩევიან. ხშირი იყო შემთხვევები, როცა კომისიის წევრები უბანზე მოსულ ამომრჩეველს პირდაპირ მიანიშნებდნენ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ისინი კარგად ხედავენ საკუთარი ძალას და ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია, რომ მათი ძალაუფლება აღიაროს. მათ მიაჩნიათ, რომ მათ გააჩნიათ რესურსი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის საარჩევნო უბნის შიგნით. შედეგად, მათი როლი რომელიმე პოლიტიკური გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტია. კომისიის წევრების ძალაუფლება ვლინდებოდა დათვლის პროცესშიც, როცა ბიულეტენების ბათილობას კომისია ერთიანი სტანდარტის გარეშე სუბიექტურად იღებდა. აღსანიშნავია, რომ ბათილი ბიულეტენების მნიშნველოვან ნაწილს ხელმოუწერელი ან/და უბეჭდო ბიულეტენები წარმოადგენდნენ, რომელიც ჩვენი დაკვირვებით მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერ ბიულეტელენებში გვხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც დამვკირვებლების ნაწილის ბეიჯები იყო გაყალბებული და არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე.
  • საარჩევნო უბნებთან ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზაცია: საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიღწეული შეთანხმების და საარჩევნო რეფორმების შედეგად, არჩევნებთან დაკავშირებით მრავალი ახალი რეგულაცია და შეზღუდვა იქნა მიღებული, მათ შორის საარჩევნო უბნებთან 100 მეტრის რადიუსში შეკრებების აკრძალვის შესახებ. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით აღნიშნული რეგულაცია ქვემო ქართლის რეგიონში მთლიანობაში არ მუშაობდა. თითქმის ყველა უბანში, საარჩევნო უბნის გარეთ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლის ნებაზე და ხშირი იყო სხვა დამვკირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ჩვენთან საუბარში იმის ხაზგასმა, რომ „ყველაფერი ხდება საარჩევნო უბნის გარეთ, სანამ ამომრჩეველი შემოვა უბანზე“. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანთან მსგავსი თავშეყრის და შეკრების დაშლის მიზნით ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე უბანზე აქტიურად მუშაობდა. გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პოლიცია ადგილობრივებს საარჩევნო უბნის ტერიტორიის დატოვებისკენაც მოუწოდებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენელები და მხარდაჭერები ხშირად უარს აცხადებდნენ ტერიტორიის დატოვებაზე. გარდაბანში ჩვენი თანამშრომლები შეესწრნენ ფაქტს, როცა ერთ-ერთ უბანთან პოლიციის დაშლისკენ მოწოდების შემდეგ, ამ უბანზე მაჟორიტარობის კანდიდატად რეგისრირებულმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არსებული სიტუაცია და პოლიციის მოთხოვნა ტელეფონით ჩვენთვის უცნობ პირს აცნობა, რის შემდეგაც აღნიშნული პოლიციელი უბანთან ახლოს შეკრებილი მოქალაქეების დაშლას აღარ ცდილობდა. ნინოწმინდაში შევესწარით ფაქტს, როცა ერთ-ერთ უბანში საუბნო კომისიის  თავჯდომარე აგიტატორებს სიებში ამომრჩეველთა მოძებნისკენ მოუწოდებდა. ჩვენ მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, აგიტატორებმა დატოვეს უბანი. თუმცა, ამ ყველაფერით უკმაყოფილო საუბნო საარჩევნკო კომისიის თავჯდომარე საჯაროდ აცხადებდა, თუ „სად არიან აგიტატორები, რატომ არ ეხმარებიან ხალხს სიაებში საკუთარი თავის მოძებნისთვის, რატომ გადავუხადეთ ამათ ამდენი ფული, იმისთვის რომ უსაქმურად იყნენ?“[3]
  • ნინოწმინდასა და ახალქალაქში არჩევნებმა განსაკუთრებულად „მშვიდად“ ჩაიარა: ჩვენი აზრით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზეზი რეგიონში არსებული არაკონკურენტული პოლიტიკური გარემო იყო. ჩვენი დაკვირვებით, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობა გამოირჩეოდა წარმოსახვითი და არაგულწრფელი მუშაობით. ხშირად, რჩებოდა განცდა, რომ ადგილობრივი ოპოზიცია (მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) შეკრული იყო სახელისუფლებო გუდის წევრებთან და სინამდვილეში ადგილზე ალტერნატიულ პოლიტიკურ პერსპექტივას და გამოცდილებას არ ქმნიდნენ. რაც გვაფიქრებინებს, რომ არც ახალქალაქში და არც ნინოწმინდაში ჯანსაღ საარჩევნო პროცესს ადგილი არ ჰქონია. ხოლო ალტერნატივის შექმნის მცდელობები (ძირითადად გახარიას პარტიის მუშაობა) არჩევნებამდე იყო შეჩერებული კანდიდატებზე ზეწოლით თუ მათი დაშინებით.
  • ზოგიერთ უბნებზე სუს-ის და პოლიციის ჭარბი ხილვადობა: თუმცა საარჩევნო უბანთან ძალადობისა, თუ სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ლიდერების მობილიზაციას პოლიცია ხშირად სრულფასოვნად ვერ აკონტროლებდა, არჩევნების დღეს სუს-ის და პოლიციის ძალაუფლება და ყოფნა თითქმის ყოველ საარჩევნო უბანთან მკვეთრად იგრძნობოდა. ამასთანავე, უსაფრთხოების სამსახურების განსაკურებული მობილიზაცია დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იგრძნობოდა. დმანისში სავარაუდოდ სუს-ის მანქანები (დაბურული მინებიანი) მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლივ მოძრაობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებსა და საარჩევნო უბნებს შორის, რომელიც უჩვეულოა ამ სოფლების ყოველდღიური ყოფისთვის. ხოლო, მარნეულში არჩევნების დასრულების შემდეგ, თითქმის ყველა უბანში, სადაც ჩვენ ვიყავით, ძალოვანი სტრუქტურების მანქანები (არა საპატრულო მანქანა) ციმციმებ ანთებულნი იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დაკვირვებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენდა.  თუმცა, ამ გამოცდილებას ცალკე ახსნა აქვს და ის დაბალი პოლიტიკური კონკურენციით უნდა აიხსნას.
  • პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩევლების ინსტრუმენტალიზება და გასაგნება: ქვემო ქართლში პოლიტიკური პარტიების, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიიცის მიერ ამომრჩევლების გასაგნება და ინსტრუმენტალიზება ყოველდღიური ყოფის ნაწილი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ადგილობრივი ავტორიტეტების პრობლემური ნარატივი, რომლის მიზანიც არჩევნებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებების გაძლიერება იყო. ხშირი მოსაზრებები, „ჩვენ ისედაც ვერაფერს ვერ შევცვლით“, „ჩვენ არავინ არ გვეკითხება“ და ა.შ. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებების არსებობას ხშირად მეინსტრიმული ნარატივი მოქალაქეების სუსტი ჩართულობის შედეგად თვლის, თუმცა, ამ დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი განწყობები ხშირად, თავად ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ღვივდება. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრობლემური მუშაობა ქვემო ქართლში, რაც ადგილობრივი ლიდერების ობიექტივიზაციაში და მათი აზრის არ გათვალისწინებაში გამოიხატებოდა. შედეგად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მარნეულსა და ბოლნისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა გუნდმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან, რამაც მარნეულში და ბოლნისში ოპოზიციის შედეგები მინიმუმამდე დაიყვანა. თავის მხრივ, დმანისის მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაღალი შედეგები კი უფრო ადგილობრივი ეკონომიკური კლანის ოპოზიციასთან თანამშრომლობით აიხსნება.       
  • ნინოწმინდის ორ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავდა: ეშტიისა (ეშტია, ყაურმა, თორია, უჩმანა) და განძის (განძა, საღამო) მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰყავდათ წარმოდგენილი და ქართული ოცნების კანდიდატი უკონკურენტოდ მონაწილეობდა არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ ეშტიის მაჟორიტარულ ოლქში პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ წარმოდგენილი ჰყავდა კანდიდატი. თუმცა, არჩევნებამდე კანდიდატის, ოვანეს ოვსეპიანის, ცოლმა, გაიანე ოვსეპიანმა, პარტიას აცნობა, რომ თუ მისი მეუღლე მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში, მაშინ მას სკოლაში საათებს არ მისცემდნენ და მის ოჯახის წევრებს პრობლემებს შეუქმნიდნენ. მსგავსი პრობლემები იყო პარტიული სიების ფორმირების დროსაც.
  • მიუხედავად ყველაფრისა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ოპოზიციის მხარდაჭერა გაიზარდა: 2021 წლისა და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შედარება გვიჩნებს, რომ ყოველივე ზემოთ თქმული გამოწვევების მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობებს შორის ოპოზიციის მხარდაჭერა მაინც გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და დმანისში ოპოზიციამ, შესაბამისად, 4.72%-ით, 14.13%-ით, 12.54%-ით და 26.3%-ით მეტი ხმა აიღო. თუმცა, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ოპოზიციის მხარდაჭერა, შესაბამისად, 15%-ით და 4.34%-ით შემცირდა.

საერთო ტენდენციების მიუხედავად, ჩვენი დაკვირვებით, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში პოლიტიკური პროცესები და ამომრჩეველთა ქცევა ერთნაირი არ ყოფილა. ქვემო ქართლში, მიუხედავად არსებული დაძაბული ყოფისა, პოლიტიკური პროცესები უფრო დინამიური და დივერსიფიცირებულია. ამ რეგიონში ოპოზიციას შედარებით მეტი და ხანგრძლივი წარმომადგენლობა და მხარდაჭერა გააჩნია. მეორეს, მხრივ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოლიტიკური პროცესები სუსტია და არააქტიური. ამასთანავე, სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლთან შედარებით სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით ძალიან სუსტია და ჯავახეთში ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფები, თვითორგანიზების პრაქტიკები და სათემო ლიდერები ძირითადად უჩინრად რჩებიან.  

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ამომრჩევლების დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებული საარჩევნო ქცევა სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება, ხოლო, აღნიშნული ფაქტორების სიღრმისეული შესწავლას, ალბათ, უფრო დეტალური და გრძელვადიანი დაკვირვება დასჭირდება. თუმცა, არჩევნებამდე და არჩევნების დღეს გამოვლენილი ძალადობის, დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებზე, კომისიის წევრების მუშაობაზე, სუს-ის და პოლიციის ჭარბ ხილვადობაზე და პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩევლების და ადგილობრივი ლიდერების ინსტრუმენტალიზებაზე დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სახელისუფლებო პარტიის შედარებით მაღალი მაჩვენებლები დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემური გამოწვევების და ეთნიკური უმცირესობების სისტემური გარიყულობის შედეგია, და ამ რეალობას პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებზე მიმართული ხანგრძლივი სამუშაოები და პოლიტიკური შეთანხმებები სჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში დემოკრატიული მონაწილეობის და ჩართულობის რეალური პირობები შეიქმნას და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვან ამ რეგიონების და ხალხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე, რომელიც ამ რეგიონების პერიფერიალიზაციის, ჩამორჩენისა და კონტროლის ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური მიზეზი რჩება. ამასთან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მუშაობა ამ რეგიონებში ელექტორალური ინტერესიდან ტრანსფორმაციულ ინტერესზე დაფუძნებაზე გადავიდეს და  მათ გააცნობიერონ ინტეგრაციისა და სოციალური ცვლილებებისთვის ადგილზე უფრო სერიოზული და ყოველდღიური პოლიტიკური მუშაობის მნიშვნელობა.

ანალიზი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

არჩევნები_ეთნიკური_უმცირესობების_რეგიონებში_1634114474.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აღნიშნული მონაცემები სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ დათვლილი მონაცემებია და შესაძლოა სრულად არ ასახავდეს ცესკოს საბოლოო შედეგებს.

[2] რადიო მარნეულის სტატია, 2021 წლის 6 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://www.marneulifm.ge/ka/siakhleebi/article/48658-archevnebze-saqarthvelos-masshtabith-yvelaze-meti-problema-marneulshi-iyo-saerthashoriso-gamtcvirvaloba-saqarthvelo-

[3] Jnews-ის მასალა, 2021 წლის 2 ოქტომბერი ,ხელმისაწვდომია: https://ka.jnews.ge/?p=18857&fbclid=IwAR2l2B5HVNAR1zMvkzjkmlqIWakZaRYMQFmex1V1oBf39l62m4fGJOZKVEE 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“