საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დამსაქმებლის მითითება არ უნდა გულისხმობდეს კანონით აკრძალულ ქმედებას. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.
დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის თვითიზოლაციის წესის დარღვევის მოთხოვნა უნდა მივიჩნიოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებად, რადგან: [1]
გარდა ამისა, დასაქმებულს აქვს სამუშაოსა თუ მითითების შესრულებაზე უარის თქმის უფლება, თუკი ეს სამუშაო შრომის უსაფრთხოების პირობების შეუსრულებლობის გამო გარკვეულ საფრთხეს უქმნის დასაქმებულს ან მესამე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამსაქმებლის მიერ თვითიზოლირებული თანამშრომლისათვის სამსახურში გამოცხადების მოთხოვნამ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ყველა იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვისთანაც ამ თანამშრომლებს ექნებათ შეხება როგორც სამუშაო პროცესში, ისე სამუშაოს გარეთ (მაგ., სამარშუტო ტაქსით, მეტროთი ან ავტობუსით სარგებლობისას).
დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გამოცხადების დავალდებულება შეიძლება შეფასდეს როგორც იძულებითი შრომა, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა და არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით არის აკრძალული. გარდა ამისა, იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ღირსეული შრომის კონცეფციის ქვაკუთხედს. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფი პირების უფლება არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე დაცულია ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო დამსაქმებლის საპირისპირო მოთხოვნა კანონდარღვევას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
ამავე თემაზე:
[1] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის ბრძანება N01-62/ო.
ინსტრუქცია