საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
„აჩრდილების ქალაქი“ და ჯავახეთის დაცლილი სოფლები - მკვლევარის, ელის ბაქრაძის საველე ჩანაწერები.
ამ ციკლში თქვენ გაეცნობით ჯავახეთის ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიურობას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას.
სამუშაო ადგილების სიმცირე, ჯავახეთში განსაკუთრებით მძიმედ შეიგრძნობა. ადგილობრივების დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ფერმერობას მისდევს, თუმცა მიწის სიმცირისა და ინფლაციის მაღალი დონის გამო, თავის გატანა სულ უფრო მძიმდება. ახალგაზრდობა, რუსეთში ან სომხეთში წასვლას ამჯობინებს.
სოფლების დიდ ნაწილში არ არის სამედიცინო პუნქტი. “ქალაქში გვიწევს ჩასვლა. ზამთარში, ყოფილა შემთხვევები, დაგვირეკავს მაგრამ გზა მოყინული იყო, სასწრაფო ვერ ამოვიდა ან სანამ მოვიდა ადამიანი გარდაიცვალა. სამედიცინო პუნქტი კი არა, აფთიაქებიც კი არ არის”.
ჯავახეთის სოფლების დიდ ნაწილში არ არის საბავშვო ბაღები. “ბავშვები მთელი დღის განმავლობაში სახლში რჩებიან, იმის გამო, რომ ბაღები არ გვაქვს”.
რეგიონში სამუშაო ადგილების სიმცირე, ცვლის ტრადიციულ წარმოდგენას ხოპანზე, რომელიც კაცების შრომით მიგრაციას გულისხმობს. ახალქალაქში და ნინოწმინდაში არაერთი ქალი ცდილობს გენდერული სტერეოტიპის გადალახვას. ოჯახის სარჩენად, რუსეთში მიდიან, სადაც სტილისტად, მკერავად საქმდებიან.
“რუსეთში უფრო მეტი შესაძლებლობაა, შენი პროფესიით სამუშაოს პოვნის. რა თქმა უნდა, აქაურ მამაკაცებს არ სიამოვნებთ, სხვანაირად გვიყურებენ. თუმცა როცა ოჯახს უჭირს და სხვა გზა არ არის, ქალებიც მიდიან. მოთხოვნადია პარიკმახერი, შილაკის სპეციალისტი პროფესიები. იქ გაცილებით დიდი თანხის შოვნა შეიძლება, ვიდრე აქ”.
ინსტრუქცია