ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა საკითხები თითქმის სრულიად გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მათი ყოფა ხილული ხდება მხოლოდ მაშინ, როცა უმძიმესი ტრაგედიები მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.
ამ ფონზე დევნილთა პირობები არ გაუმჯობესებულა — პირიქით, დევნილებს არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები ინსტიტუციურ პოლიტიკაში. 2018 წელს გაუქმდა დევნილთა სამინისტროს სტატუსის მქონე ორგანო, ხოლო მის ნაცვლად შექმნილი სააგენტო ვერ ასრულებს პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურის როლს და დევნილებს მხოლოდ როგორც სოციალური მხარდაჭერის ბენეფიციარებს აღიქვამს.
გიზიარებთ ჩვენი ფოტო-პროექტის ბოლო ნაწილს თბილისის დევნილთა დასახლებებიდან.