ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა საკითხები თითქმის სრულიად გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მათი ხანგრძლივი ეკონომიკური ჩაგვრა, სოციალური მარგინალიზაცია და გაუჩინარება ხილული ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მედია სივრცეს უმძიმესი ტრაგედიები იკავებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ვახო ქარელის ფოტოებს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დევნილთა დასახლებიდან, სადაც მკაფიოდ იკვეთება ის მძიმე სოციალური პირობები, რომლებშიც დევნილებს უკვე ათწლეულებია უწევთ ცხოვრება.