[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ფოტო

დევნილთა დასახლება - ინგირი

2024 წელს არცერთი ე.წ. „ნგრევადი“ ობიექტი არ დახურულა. დევნილთა მასშტაბური განსახლების ვადამ - თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში - 2026 წლამდე გადაიწია. შეუსრულებლად დარჩა „ქართული ოცნების“ დაპირებაც, მიმდინარე წელს 13 000 დევნილი ოჯახის განსახლებასთან დაკავშირებით.
დევნილები კვლავ უცვლელ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. უმუშევრობის, დაბალი შემოსავლისა და ვალების ფონზე მათ მძიმე ყოველდღიურობას სახელმწიფო პოლიტიკა ვერ ცვლის. ოფიციალური მონაცემებით, დევნილთა 84% თვეში 1 250 ლარზე ნაკლებ შემოსავალზეა, უმუშევარია 72%, ხოლო 78% ვალზეა დამოკიდებული.
გიზიარებთ ვახო ქარელის ფოტოებს ინგირიდან - ზუგდიდის დევნილთა კიდევ ერთი დასახლებიდან, სადაც ამ სტატისტიკის უკან კონკრეტული სახეები და ყოველდღიური ბრძოლა ჩანს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“