[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ფოტო

ფოტო ისტორია ჯავახეთის სოფლებიდან

აგვისტოში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯავახეთის სოფლები მოინახულა.

გიზიარებთ ფოტო ისტორიას ჯავახეთის რეგიონიდან.

...

სოფელი ეშტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სიდიდით მეორე სოფელია. ამ დროისთვის სოფელში 1700-მდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკე სომხები არიან. წინა წლებთან შედარებით მოსახლეობის რაოდეობა სოფელში თითქმის განახევრდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სოფელში მიგრაციის მაღალი ტალღაა, რადგან რეგიონში დასაქმების და განვითარების შანსები შეზღუდულია. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მეკარტოფილეობით ირჩენს თავს.

ეშტიაში კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც ცოცხალ სოციალურ მსახურებას ეწევა. ეკლესიის ეზოში განთავსებულია ეკლესიის წინამძღვრების საფლავები, რომელსაც უჩვეულო და ძალიან საინტერესო არქიტექტურული ფორმა აქვს.

სოფელი ოსმალეთის იმპერიიდან გადამოსახლებული ოჯახების ტრავმატულ მეხსიერებას და საინტერესო ტრადიციებს ინახავს.

...

სოფელი ფოკა ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე მდებარეობს. სოფელი ქალაქ ნინოწმინდიდან 28 კმ-ით არის დაშორებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 1176 მოსახლეა. აქვეა საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი. მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მესაქონლეობით და მეთევზეობით. სწორედ მდინარე ფარავანი არის ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რესურსი. სოფელში პრობლემად რჩება მცირემიწიანობა, მიგრაცია და სამუშაო ადგილების სიმწირე. ამას კი მძიმე კლიმატური პირობები ემატება.

ფოკაში ფარავნის ტბის ნაპირას მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. ადგილობრივ ეკლესიას სოციალური მსახურების საინტერესო გამოცდილება აქვს. სოფელს უძველესი ისტორია და უნიკალური ტრადიციები აქვს და ეთნოგრაფიული კვლევისთვის საინტერესო სივრცეს ქმნის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“