საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"მოსახლეობა ვიძირებით, სოფელში...ახალგაზრდობა აღარ დარჩა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის ჩაბარებაა და ამის წართმევაც უნდათ. მერძევეები ძვირადღირებულ მანქანებს იცვლიან, ჩვენ კი დავიხოცეთ ამ საქონელთან მუშაობით" - ადგილობრივი გლეხი.
ნინოწმინდის მუნციპალიტეტში მცხოვრები გლეხები ადგილობრივი ქარხნებისთვის რძის ჩაბარებაზე პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდნენ. მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ქარხნებმა რძის ფასს დაუწიეს და ჩაბარებას 1,80 ლარის ნაცვლად, 1.60 ლარად ითხოვდნენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ფასის დაწევა რძის ფხვნილზე გაზრდილმა იმპორტმა გამოიწვია - ქარხნები ძირითადად, ფხვნილზე მუშაობენ, რაც ნედლ რძესთან შედარებით, გაცილებით იაფი უჯდებათ. ეს კი შესაძლებლობას აძლევთ, გამოიყენონ საკუთარი უპირატესობა და ფასი თვითნებურად დაწიონ.
გასაღების შეზღუდული ბაზარი და დაბალი ფასები, სოფლის მეურნეობის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამგვარი პოლიტიკა გლეხების შრომას ფასს უკარგავს.
ამ ვიდეოში გიყვებით იმ უსამართლობაზე, რაც ჯავახელი გლეხების ყოველდღიურობად იქცა.
ვიდეოს გადაღება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს. ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია