[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

საქართველოს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ანალიზი

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 99,500

ხანგრძლივობა: 2022-2024 წელი

  • დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან საქართველოში კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება სიღარიბე და სოციალური ექსკლუზია. ეს საკითხები წლების განმავლობაში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) ჩატარებული გამოკითხვებში სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს იმ პრობლემების ჩამონათვალში, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. თუმცა, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის ფონზე, სოციალური დაცვის მექანიზმები (მათ შორის ერთჯერადი ფულადი დახმარებები, მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე სხვა დამხმარე მომსახურებები, საცხოვრისითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი მომსახურებები და ა.შ) გახდა პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური ხელისუფლების ხელში. უფრო მეტიც,  საქართველოს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობასთან, ხარჯთეფექტურობასა და შესაბამისობასთან დაკავშირებული საკითხები აღარ წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგის ნაწილს. სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგად, სოციალურად დაუცველი ჯგუფები უხილავები ხდებიან დანარჩენი საზოგადოებისთვის და მათი ხმა არ ესმით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც ამგვარ ჯგუფებს ქველმოქმედების მიმღებ სუბიექტებად მოიაზრებენ. მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამგვარ ადამიანებს უბრალო  ბენეფიციარებად მოიაზრებენ და არა უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების, კონკრეტული უფლებების მქონე სუბიექტად. 

შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პროექტის მიზანია საქართველოს მიზნობრივი დახმარების პროგრამის შეფასება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ისეთი პრინციპების გათვალისწინებას, როგორიცაა, გაძლიერება, პერსონა-ცენტრული მიდგომა, საჭიროებებზე მორგებული სერვისების დიზაინი (განსაკუთრებით ორმაგი და სამმაგი მოწყვლადობის მქონე ადამიანებისთვის) და სამიზნე ჯგუფების ჩართულობისა და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის პრაქტიკა.

პროექტით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი შემდეგ ძირითად ოთხ საკითხს შეისწავლის:

  1. რამდენად აძლიერებს საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა, კონკრეტულად კი სოციალური შემწეობის კომპონენტი, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს?
  2. რამდენად პასუხობს სისტემა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ინდივიდუალურ საჭიროებებს?
  3. რამდენად ეფექტიანია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმი?
  4. სტრატეგიული სოციალური პოლიტიკა და მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია

კვლევის გარდა, პროექტის განმახორციელებელი გუნდი განახორციელებს აქტივობებს, რათა  ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებთან არსებული სისტემის  ჰარმონიზებას და წვლილი შეიტანოს ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრისა და მოწყვლადი თემების გაძლიერების მიმართულებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“