საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას და მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით მმართველი პოლიტიკური გუნდი ცდილობს, ერთჯერადი ღონისძიებით შეარბილოს მოქმედი მკაცრი, დაუბალანსებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამავდროულად, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფართო ამნისტიის აქტის გამოცემა პოლიტიკური მანიპულაციის ნიშნებს აჩენს და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
10 ივლისს ქართულმა ოცნებამ დააინიცირა ამნისტიის პროექტი, რომელიც 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება. 19 ივლისს იურიდიულმა კომიტეტმა ამნისტიის პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. როგორც საკომიტეტო განხილვისას პროექტის ინიციატორებმა აღნიშნეს, კანონის მიღება სექტემბერში იგეგმება.
კანონპროექტით ამნისტიის რამდენიმე ფორმაა გათვალისწინებული:
ზოგადად, ამნისტია სისხლის სამართლის პოლიტიკაში ჰუმანიზმის პრინციპის გამოვლინებაა და ბრალდებული/მსჯავრდებული პირების ინტერესებს ემსახურება. დაინიცირებული კანონპროექტი, მეტწილად, აბალანსებს საჯარო და კერძო ინტერესებს და განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ დანაშაულებზე (განზრახ მკვლელობა, სქესობრივი, სამოხელეო დანაშაულები, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები და სხვ.) არ ავრცელებს საშეღავათო პირობებს. დადებითად უნდა შეფასდეს ისიც, რომ მთელ რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულია დაზარალებულის თანხმობის კომპონენტი, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი ოჯახური დანაშაულების კონტექსტში მსხვერპლის თანხმობის კომპონენტზე. სახალხო დამცველი პარლამენტისთვის წარდგენილ რეკომენდაციებში მიუთითებს, რომ თანხმობის მოპოვების პროცესში აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება და თავისუფალი ნების გამოვლენა.[1]
[1]IPN- “სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს რეკომენდაციებს სთავაზობს”. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1ejGEtIH
ინსტრუქცია