საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როგორია ცხოვრება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ტბის ნაპირზე გაშენებულ სოფელში, სადაც ზამთარი იმაზე ადრე დგება, ვიდრე სხვაგან
და როგორია ქალების ყოფა, როცა მიწაზე მუშაობას მძიმე კლიმატური პირობები კიდევ უფრო ამძიმებს?
სუსანა აკოფიანი ჯავახეთიდან, სოფელ ტაბაწყურიდანაა. დიდ სახლში ცხოვრობს, რომელიც საკუთარი ხელით მოაწყო და ყოველდღიურად სოფლის რუტინულ შრომაშია ჩართული: „ხანდახან ისე მალე დგება ზამთარი, მეშინია, კარტოფილის ამოღება ვერ მოვასწრო".
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ჯავახეთის რეგიონიდან ვიდეოების სერიის პირველ ეპიზოდს, რომელიც აქ მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს და შეგვახსენებს, როგორი რთულია შრომა, როცა გარეთ იმაზე მეტად ცივა, ვიდრე სხვაგან.
ინსტრუქცია