[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

სოციალური შემწეობის მიმღებთა 47%-ზე მეტი სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება 

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარი - ბენეფიციართა 47% სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება, ხოლო თითქმის მეხუთედი - ბენეფიციართა 19.3 % შემწეობას 11 წელზე მეტია იღებს.

სისტემაში მრავლად არიან ისეთებიც, ვინც საარსებო შემწეობას 15 წელზე მეტია იღებს - 61 ათასზე მეტი ადამიანი.

სისტემაში წლობით გაჩერებული ადამიანების ასეთი მაღალი რიცხვი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სოციალური დაცვის მწყობრი პოლიტიკა და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ეფექტიანი მექანიზმები. სისტემა ვერ ეხმარება ადამიანებს, თავი დააღწიონ სოციალური შემწეობის მიმღები ბენეფიციარების სტატუსს!

ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“