საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მაღალია - 2023 წლის მაისის მდგომარეობით, სოციალურ შემწეობას 668 555 ადამიანი იღებდა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 %-ს შეადგენს.
ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი მთლიანი ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მონაცემია, თუმცა ვერ ასახავს ვითარებას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში.
2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 32-ში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის 25 %-ს აღემატება. მეტიც, საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს.
აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და წარმოების აუცილებლობაზე, რომელიც გააძლიერებდა ადგილობრივ მოსახლეობას და შეამცირებდა სიღარიბის მაჩვენებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვითხოვთ სამართლიან, ღირსეულ, ადამიანზე ორიენტირებულ სოციალური შემწეობის სისტემას!
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია