საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
15 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში კონკრეტული საკითხების ასახვის მიზნით, წინადადებებით მიმართა. წინადადებები, სარეკომენდაციო პაკეტებთან ერთად, საგარეჯოს, ყვარლის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ორგანიზაციების, აქტივისტებისა და თემის წევრების დახმარებით გაიგზავნა და ჩვენი ორგანიზაციის მიერ, აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განხორციელებულ საჭიროებების კვლევასა და იურიდიულ კლინიკებზე გამოვლენილ, მოსახლეობისათვის მწვავე და აუცილებლად გადასაჭრელ საკითხებს ეფუძნება.
ჩვენ მიერ წარდგენილი საბიუჯეტო წინადადებები მოიცავს 2024 წლის მუნიციპალური ბიუჯეტში შემდეგი მიმართულებების დაფინანსების გათვალისწინებას:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში:
ყვარლის მუნიციპალიტეტში:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიში:
ამასთან ერთად, ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში, პლატფორმა სალამთან კოალიციით, გავგზავნეთ წინადადება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის რესურსების დანერგვასთან დაკავშირებით.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ საჭიროებების კვლევისა და იურიდიული კლინიკების მეშვეობით, გამოვლინდა ის მძიმე სოციალური ფონი, რაც თან ახლავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ცხოვრებას. ჩვენი დაკვირვებით, ამგვარ სოფლებში, ერთმანეთის მსგავსად, მწვავეა პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებსა და ბაზისულ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ადგილობრივი თემის საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების გამოვლენისა და მათი ადვოკატირების ხელშეწყობისათვის კი, საბიუჯეტო წინადადებებთან ერთად, საგარეჯოს, ყვარლის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებს გავუზიარეთ სარეკომენდაციო პაკეტები, სადაც დეტალურად, სოფლების დონეზე, არის აღნიშნული სავალე სამუშაოებზე, ინტერვიუებსა და იურიდიულ კლინიკებზე იდენტიფიცირებული პრობლემები და მათი გადაჭრის, ჩვენ მიერ, შეთავაზებული გზები.
მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თემის აქტივისტების ხელოვნური ბარიერების გარეშე, თავისუფალი და სრულყოფილი ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ დონეზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის გაზრდისა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებისათვის.
ამ მიზნით, ღია სადისკუსიო სივრცის შექმნა, სადაც საჯარო განხილვების გზით განისაზღვრება თუ რისთვის უნდა დაიხარჯოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან წინასწარ გამოყოფილი სახსრები დეცენტრალიზაციის პრინციპის აღსრულების წინაპირობაა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ღიაობისა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ, რაც საშუალებას მისცემთ მათ უფრო უკეთ შეაფასონ, მუნიციპალიტეტში არსებული ყოველდღიური საჭიროებები და პრობლემების სიმწვავე.
დოკუმენტები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
დოკუმენტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
მასში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის სოციალური სამართლიანობის ცენტრს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია