საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საარსებო შემწეობის გაცემის მიზნით, ოჯახების შეფასების სისტემა 18 წლის წინ დაინერგა ქვეყანაში. ამ პერიოდის მანძილზე, ქულების დათვლის სისტემის შინაარსი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, მეთოდოლოგია კვლავ ვერ ახდენს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების სრულ იდენტიფიცირებას.
მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომლითაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება, კომუნალური ხარჯები, ასევე, საცხოვრებელში პარკეტის არსებობაა.
ოჯახის მყისიერი საჭიროებებისა და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის იდენტიფიცირება ვერ მოხდება:
სახელმწიფომ უნდა შექმნას იმგვარი სისტემა, რომელიც სამართლიანი კრიტერიუმებით შეაფასებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საარსებო შემწეობა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, ოჯახებს შემწეობაზე დამოკიდებულს ხდის და სიღარიბეს ახანგრძლივებს.
სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან ნაწილზე ანაზღაურების სახით დაახლოებით იმდენია გათვალისწინებული, რამდენსაც საარსებო შემწეობის მიმღებები გარანტირებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობისა და ქულაზე მიბმული სოციალური მხარდაჭერის) სახით იღებენ. შესაბამისად, სისტემაში ჩართული ადამიანები დასაქმების მოტივაციას კარგავენ.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ჯეროვანი მხარდაჭერა, მათი სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური გააქტიურება.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს შემთხვევები, როცა ოჯახები, ეკონომიკური გაძლიერების გამო, საარსებო შემწეობის სისტემას ტოვებენ.
რამდენად გაუმჯობესდებოდა შემწეობის მიმღებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფორმალურ შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაში?
სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული ანაზღაურების პოლიტიკა. შესაბამისად, არაერთ შემთხვევაში, დასაქმება სიღარიბის დაძლევის საშუალებას არ წარმოადგენს.
სახელმწიფომ უნდა შექმნას დასაქმებისა და სოციალური დაცვის იმგვარი სისტემა, რომელიც სიღარიბის გახანგრძლივების ნაცვლად, რეალურად გააძლიერებს ადამიანებს!
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია