საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სიღარიბეში მცხოვრები არაერთი ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან მინიმალური დახმარების აღმოჩენის იმედით ცხოვრობს, მხარდაჭერას ვერ იღებს. ეს ის ოჯახებია, რომლებსაც მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოდ მაღალი ქულები მიენიჭათ. ამის ძირითადი მიზეზი ქულის დათვლის ხარვეზიანი მეთოდოლოგიაა.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალური აგენტის მიერ შეფასებისას ტექნიკურ უზუსტობას არ ჰქონია ადგილი, ოჯახი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საარსებო შემწეობის, არამედ სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა დახმარების გარეშე რჩება.
კანონმდებლობის მიერ დაწესებული ვადა უგულებელყოფს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ფიზიკური გადარჩენის საკითხსაც კი.
სარეიტინგო ქულის ცვლილება 1-წლიანი ვადის გასვლამდეც უნდა იყოს შესაძლებელი.
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია