საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საარსებო შემწეობის სისტემა საქართველოში 18 წელია, არსებობს. ფორმულის დახმარებით, სისტემა ზომავს ოჯახების სიღარიბის დონეს და მათ შესაბამის ქულებს ანიჭებს. სწორედ ეს ქულები განსაზღვრავს, თუ რამდენად და რა ოდენობით მიიღებს შინამეურნეობა შემწეობას.
წლების მანძილზე ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა, თუმცა არაერთი მონაცემი, რომლითაც ამჟამად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იზომება, ადამიანების რეალურ საჭიროებებს კვლავ ვერ ხედავს.
მაგალითად:
სახელმწიფომ უნდა შექმნას სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომელიც რეალურად გაითვალისწინებს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს და მათ სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია